დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 303 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 03/05/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 54, 05/05/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270.100.010.08.002.003 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/05/2005 - 15/01/2007)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №303
2005 წლის 3 მაისი
ქ. თბილისი
„შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, №6 (13), 1999 წელი, მუხლი 110) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ამოღებულ იქნეს ბრძანებულების მე-2 და მე-3 პუნქტები;
ბ) ბრძანებულებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის“ 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„42. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის რეორგანიზაციის (შერწყმა, შეერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა) შემთხვევაში განცხადება უნდა იქნეს შეტანილი მის უფლებამონაცვლე ორგანიზაციაში, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი.“.
2. ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე სახელმწიფოსა და უფლებამონაცვლე საწარმოების მიერ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების შესაბამისად დაზარალებულთა მიმართ აღიარებული ვალდებულებების შესრულება კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყონ შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ან უფლებამონაცვლე საწარმომ. სახელმწიფო ვალდებულებათა შესრულება განხორციელდეს წლიური საბიუჯეტო კანონით ამ მიზნისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
3. ეს ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები