დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №87 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 258 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 27/04/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 52, 28/04/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №258
2005 წლის 27 აპრილი
ქ. თბილისი
�საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ დებულების თაობაზე� საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №87 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
�დასაქმების შესახებ� საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, �საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ დებულების თაობაზე� საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №87 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 07.03.02 წ., №23, მუხ. 184) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�2. საზოგადოებრივ სამუშაოდ ითვლება ისეთი სამუშაო, რომელიც არ საჭიროებს განსაკუთრებულ პროფესიულ მომზადებას და რომლის მიზანია ინფრასტრუქტურული და საზოგადოებრივი სარგებლობის სამუშაოების (მათ შორის, ობიექტების რეკონსტრუქცია, მშენებლობა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის აღება-დაბინავება და სხვ.) შესრულება.�;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�3. საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების გზით სახელმწიფო ახდენს სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოში (შემდგომში _ სააგენტო) რეგისტრირებული უმუშევრების დროებით დასაქმებას და მათ მიერ შემოსავლების მიღებისათვის ხელშეწყობას.�;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�4. საზოგადოებრივ სამუშაოთა განხორციელებისას დასაქმების უპირატესი უფლებით სარგებლობენ სააგენტოში რეგისტრირებული დაბალკონკურენტუნარიანი შრომითი რესურსები.�.
2. მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�1. სააგენტო დამოუკიდებლად, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად �უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით� განსაზღვრული ინდიკატორების შესაბამისად უზრუნველყოფს იმ ობიექტების მახასიათებლების (პასპორტების) შედგენას, რომლებზეც შეიძლება განხორციელდეს საზოგადოებრივი სამუშაოები.�;
ბ) მე-4 პუნქტის �ა� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ა) სააგენტო;�;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�5. საზოგადოებრივი სამუშაოების განხორციელების მიზნით შემუშავებული პროექტი სააგენტოს მეშვეობით წარედგინება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.�;
დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�7. მიმდინარე საბიუჯეტო წლისათვის საზოგადოებრივი სამუშაოების განსახორციელებლად ობიექტების შერჩევისა და გეგმის შემუშავების მიზნით შედგენილ პასპორტებს სააგენტო წარუდგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არა უგვიანეს პირველი კვარტალისა.�;
ე) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ვ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�11. ,,უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის� დამტკიცების შემდეგ სააგენტო ახორციელებს სამუშაოთა შესყიდვას �სახელმწიფო შესყიდვების შესახებ� საქართველოს კანონისა და შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე.�;
ზ) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
თ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�13. სააგენტო საზოგადოებრივ სამუშაოზე გაგზავნილ სამუშაოს მაძიებელს აცნობს მუშაობის რეჟიმს, სპეციფიკასა და შრომის ანაზღაურების პირობებს, რომელიც განისაზღვრება �უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით� გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად.�;
ი) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�15. სააგენტოს მიერ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებული მოქალაქეებისათვის შესაფერისი მუდმივი სამუშაო ადგილის გამოძებნის შემთხვევაში აღნიშნული ხელშეკრულება უქმდება.�;
კ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�16. სააგენტოს მიერ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებული პირის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე გათავისუფლების შემთხვევაში საზოგადოებრივი სამუშაოს მწარმოებელმა ორგანიზაციამ, გათავისუფლებული პირის სხვა რეგისტრირებული უმუშევრით ჩანაცვლების მიზნით, გათავისუფლებიდან 3 დღეში უნდა მიმართოს სააგენტოს შესაბამის განყოფილებას. ამასთან, მიმართვაში მითითებული უნდა იქნეს მუშაკის გათავისუფლების მიზეზი.�.
3. მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�1. საზოგადოებრივ სამუშაოთა შემსრულებელ ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის �სახელმწიფო შესყიდვების შესახებ� საქართველოს კანონისა და სხვა შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით, ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც უნდა მოიცავდეს:
ა) შესასრულებელი სამუშაოს აღწერასა და შესრულების ვადას;
ბ) დასასაქმებელ რეგისტრირებულ უმუშევართა რაოდენობასა და მათ მიმართ მინიმალურ აუცილებელ მოთხოვნებს;
გ) ანგარიშსწორების წესსა და პირობებს.�;
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�7. თანადაფინანსების ნატურით განხორციელების შემთხვევაში სააგენტომ შეიძლება შექმნას სპეციალური კომისია, რომლის საქმიანობის მიზანია:
ა) პროექტის ინიციატორის მიერ თანადაფინანსების ნაცვლად წარმოდგენილი ნედლეულის, მასალებისა და მაკომპლექტებელი ნაწილების შეფასება;
ბ) ობიექტის მდგომარეობის შეფასება.�.
გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�8. ერთი პროექტის დასაფინანსებლად გამოსაყოფი ზღვრული თანხის ოდენობა განისაზღვრება საზოგადოებრივი სამუშაოების კომისიის მიერ მიმდინარე წლის �უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის� შესაბამისად.�.
4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� ��მუხლი 4. საზოგადოებრივ სამუშაოთა განხორციელების კონტროლი
საზოგადოებრივ სამუშაოთა მიმდინარეობისა და ხელშეკრულების პირობების შესრულების ფინანსურ კონტროლს ახორციელებს სააგენტო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.�.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები