,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 256
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 27/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 52, 28/04/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 25/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.08.002.003
  • Word
256
27/04/2005
სსმ, 52, 28/04/2005
140.010.000.08.002.003
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №256

2005 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის  №614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 36-ე მუხლის შესაბამისად , ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №152, მუხლი 1389) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-9 პუნქტის:

ა.ა) ,,ბ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების შესაძლო საფრთხის თავიდან აცილებისა და აღკვეთის პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება, მათი გამოვლენა, წინასწარი გამოძიება, დანაშაულში ეჭვმიტანილი და/ან ბრალდებული პირის ძებნა და დაკავება, აგრეთვე მათთან ბრძოლის ტაქტიკისა და სტრატეგიის შემუშავება;”;

ა.ბ) ,,რ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,რ) სამინისტროს სისტემის ინფორმაციული უზრუნველყოფის კომპიუტერული სისტემის ჩამოყალიბება, ქვეყნაში დანაშაულთა, მათი ჩამდენი პირებისა და სისხლის სამართლის საქმეების ერთიანი აღრიცხვა; ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;”;

ბ) დებულების მე-11 პუნქტის ,,ჟ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ჟ ) ამტკიცებს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესსა და სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებას. წინასწარი გამოძიების მწარმოებელ სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს დანაშაულთა ერთიანი აღრიცხვის ინსტრუქციას.;

გ) დებულების 21-ე პუნქტის:

გ.ა) ,,დ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კომპეტენციაა: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების დანაყოფების დაკომპლექტება მაღალკვალიფიციური კადრებით, თანამშრომელთა სწავლების, სამსახურის გავლის, კვალიფიკაციის ამაღლების, საბრძოლო ფიზიკური მომზადების განხორციელება; სამინისტროში განხორციელებული ოპერატიულ-ანალიზური და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ინსპექტირება; გაწეული ოპერატიული ხარჯების კონტროლი; სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მისი ქვედანაყოფების სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია; კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და პარლამენტთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროში შემოსული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებზე სათანადო დასკვნების მომზადება; სამინისტროს დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური მომსახურება, სამინისტროს სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება; სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების, უმაღლესი სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების განცალკევებული დახურული საქალაქთაშორისო სატელეფონო (მაღალი სიხშირის), ასევე რადიო და სატელეგრაფო კავშირით უზრუნველყოფა; საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევებით სამინისტროს ოპერატიული დანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, აგრეთვე საგამოძიებო დანაყოფებისა და სასამართლო ორგანოების მომსახურება; იარაღის ლეგალური ბრუნვის კონტროლი;”;

გ.ბ) ,,ვ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის კომპეტენციაა ღია და ფარული წყაროებიდან ინფორმაციის მოძიება, მოპოვებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება; ოპერატიული აღრიცხვის წარმოება; სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების მომზადება; სამინისტროს დანაყოფების ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია; საინფორმაციო ბანკის ფორმირება და ეტაპობრივი შევსება; ქვეყანაში დანაშაულთა, მათი ჩამდენი პირებისა და სისხლის სამართლის საქმეების ერთიანი აღრიცხვის წარმოება; დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა;”;

გ.გ) ,,ი ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებს კონტრდაზვერვით საქმიანობას საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უცხოეთის წარმომადგენლობებისა და ორგანიზაციების საფარქვეშ მოქმედი სადაზვერვო და ტერორისტული საქმიანობის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, სამხედრო ძალებისა და სხვა შეირაღებული ფორმირებების კონტრდაზვერვით უზრუნველყოფას, ასევე კანონმდებლობის შესაბამისად რადიოეთერის კონტრდაზვერვით კონტროლს; გარე მეთვალყურეობის უზრუნველყოფას; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და ამ კოდექსით გათვალისწინებულ ფარგლებში წინასწარ გამოძიებასა და სიხლისსამართლებრივ დევნას;”;

გ.დ) ,,ლ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ) კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა დაწესებულებათა ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შემშლელი გარემოებების, უცხოეთის სპეცსამსახურების ინტერესების, ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური საფრთხის პროგნოზირება, გამოვლენა -აღკვეთა და ნეიტრალიზება, ამ მიზნით ინფორმაციის მოპოვება და ანალიტიკური დამუშავება; სპეცსამსახურების საქმიანობის ფორმებითა და მეთოდებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს კონსტიტუციური სისტემისა და ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლისაგან დაცვის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების, მათ შორის სამოხელეო, კორუფციული და ექსტრემიზმის ნიშნების მატარებელ დანაშაულთა გამოვლენა და აღკვეთა; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და ამ კოდექსით გათვალისწინებულ ფარგლებში წინასწარი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა; დეპარტამენტი აგრეთვე ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში დანიშნული უშიშროების საკითხთა ოფიცრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიტიკურ დამუშავებას;”;

გ.ე) ,,მ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მ) სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის, ნარკომანიისა და საერთაშორისო ნარკობიზნესის, იარაღით, კერძოდ, მასობრივი განადგურების იარაღითა და მისი კომპონენტებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ ცალკეულ დანაშაულთა გამოვლენა, თავიდან აცილება, აღკვეთა და მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და ამ კოდექსით გათვალისწინებულ ფარგლებში წინასწარი გამოძიება და სიხლისსამართლებრივი დევნა; კანონმდებლობით დადგენილი წესით გარე მეთვალყურეობის, პიროვნების იდენტიფიკაციისა და ძებნის ფუნქციის განხორციელება; დეპარტამენტის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა;”;

გ.ვ) ,,ნ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ნ) კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, მოსალოდნელი დანაშაულის თავიდან აცილებისათვის პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, დამნაშავეთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნის უზრუნველყოფას, დადგენა-დაკავებას, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული წესით დსთ-ის ქვეყნებში დანაშაულის გახსნის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის, ძებნილ პირთა დაკავების მიზნით საქმიანობის ორგანიზებას; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და ამ კოდექსით გათვალისწინებულ ფარგლებში წინასწარ გამოძიებასა და სიხლისსამართლებრივ დევნას;;

გ.ზ) ,,ო” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ო) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას, ახორციელებს ავტომაგისტრალების პატრულირებას, ავტო -მოტოტრანსპორტის რეგისტრაციას, მართვის უფლების მინიჭების შესახებ მოწმობების, ხოლო დიაგნოსტიკური ცენტრის საქმიანობის თაობაზე ნებართვის გაცემას, აწარმოებს დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლას და ამ მიზნით ახორციელებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და ამ კოდექსით გათვალისწინებულ ფარგლებში წინასწარ გამოძიებასა და სიხლისსამართლებრივ დევნას; ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2005 წლის 3 მაისიდან.

მ. სააკაშვილი