„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 7 სექტემბრის №374 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 7 სექტემბრის №374 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 247
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 21/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 49, 25/04/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 22/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 110.050.010.08.002.003
  • Word
247
21/04/2005
სსმ, 49, 25/04/2005
110.050.010.08.002.003
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 7 სექტემბრის №374 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება 247

2005 წლის 21 აპრილი

 ქ. თბილისი

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 7 სექტემბრის №374 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 7 სექტემბრის №374 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №98, მუხ. 335) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს რეგლამენტის (დანართი №1) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14.

1. სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარისა და აპარატის მოხელეთა ნამსახურობის ნუსხის და შრომის წიგნაკების წარმოებას, აგრეთვე საკადრო აღრიცხვასთან დაკავშირებული სხვა საკითხების უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, ხოლო საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფას – საერთო სასამართლოების დეპარტამენტი.

2. სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარის და აპარატის მოხელეთა შრომის ანაზღაურების, ასევე საქმიანობის სხვა ხარჯი გათვალისწინებულია და გაიცემა საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის გამოყოფილ საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში.“;

ბ) ბრძანებულებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 2

სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო და მისი აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგო

თანამდებობის დასახელება

საშტატო ერთეულე­­ბის რაოდენობა

თანამდებობრივი სარგო

სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარე

 

1

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგოს 100%

სხდომის მდივანი – თანაშემწე

 

1

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგოს 55%

სხდომის მდივანი – უფროსი კონსულტანტი

 

1

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგოს 50%.“.

2. ამ ბრძანებულებით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა განახორციელოს 2005 წლის 1 აპრილიდან.

მ. სააკაშვილი