დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში დამატების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 230 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 19/04/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 46, 19/04/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130.030.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №230
2005 წლის 19 აპრილი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში დამატების შეტანის შესახებ
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის 4.1. პუნქტს დაემატოს 4.1.7. ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.1. ცნობები საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ, რომელთა წინასწარმა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ინტერესებს:
4.1.1. ცნობები სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებების მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ, რომელთა გამჟღავნებაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მოლაპარაკების შედეგებზე;
4.1.2. საქართველოს მთავრობის, სამინისტროების (უწყებების), საგარეო ეკონომიკური ორგანიზაციების მოლაპარაკებები უცხოეთის სახელმწიფოებთან ან ფირმებთან საგარეო ეკონომიკურ, სავალუტო-საკრედიტო და სამეცნიერო-ტექნიკურ საკითხებზე ოფიციალური შეთანხმების, ხელშეკრულების დადებამდე;
4.1.3. სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებებით და მოლაპარაკებებით გათვალისწინებული შეთანხმებები, რომელთა კონფიდენციალურობა ურთიერთშეთანხმებულია მხარეებთან;
4.1.4. ცნობები საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიული ინტერესების შესახებ, თუ მათი გამჟღავნება ზიანს მიაყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს;
4.1.5. ცნობები, რომელთა გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვანწილად განაპირობოს სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკებების შედეგები, კონკრეტული მოლაპარაკებების ტაქტიკა;
4.1.6. ცნობები:
_ საქართველოს სამთავრობო დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტების მზადებაზე, თუ მათი ნაადრევი გამჟღავნება ზიანს მიაყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს;
_ საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში მოსალოდნელი თანამდებობრივი ცვლილებების შესახებ;
_ სამხედრო დიპლომატიური სამსახურისათვის კონკრეტული მუშაკების მომზადების შესახებ;
4.1.7. განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის წარდგინებითა და ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, ცნობები საქართველოში საზღვარგარეთის ქვეყნების მეთაურთა ვიზიტების ორგანიზებისათვის გამოყენებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შესახებ.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები