დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს სამხედრო ძალებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 212 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 11/04/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 42, 11/04/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.090.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №212
2005 წლის 11 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს სამხედრო ძალებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს სამხედრო ძალების შემდგომი ოპტიმიზაციის, ქვეყანაში არსებულ სამხედრო ტექნიკასა და შეიარაღებაზე სახელმწიფო კონტროლის გაძლიერების მიზნით:
1. 2005 წლის 30 მაისამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა (ი. მერაბიშვილი) და თავდაცვის (ი. ოქრუაშვილი) სამინისტროებმა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან (ალ. ალექსიშვილი) ერთად უზრუნველყონ ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განახორციელოს კონტროლი ქვეყანაში ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების აღრიცხვაზე, ასევე უზრუნველყოს ,,ИГЛА” და ,,СТРЕЛА” ტიპის გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
4. კონტროლი ბრძანებულების შესრულებაზე განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გ. ბეჟუაშვილმა.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები