დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/01/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 8, 23/01/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.395 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №12
2006 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხ. 462) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა მოადგილეებს, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მათ მოადგილეებს (გარდა ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების სტრუქტურული ქვედანაყოფებისა, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), საბაჟო და საგადასახადო ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, საბაჟო საგუშაგოებისა და საბაჟო გამშვები პუნქტების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ყველა საჯარო მოსამსახურეს.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები