დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში არსებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 200 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 06/04/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 40, 07/04/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №200
2005 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში არსებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
�საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ� საქართველოს კანონით დადგენილი წესის თანახმად:
1. ლიკვიდირებულ იქნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში არსებული შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები:
ა) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო სამმართველო �დიპტრანსი�;
ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობების მომსახურების სააგენტო �მთაწმინდა�;
გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტოკოლო მომსახურების ბიურო.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ს. ზურაბიშვილი) უზრუნველყოს ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ალ. ალექსიშვილი) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონების საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის გადაცემა.
4. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2005 წლის 10 მაისიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები