დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 აგვისტოს №344 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 169 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 28/03/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35, 28/03/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/10/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.210.050.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №169
2005 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 აგვისტოს №344 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად:
,,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 აგვისტოს №344 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №90, მუხ. №777) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანებულებით დამტკიცებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებაში (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. აპარატში იქმნება დეპარტამენტები, მთავარი სამმართველო, სამმართველოები, განყოფილებები და სხვა შიდა სტრუქტურული ერთეულები.”;
ბ) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
,,6. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გადაწყვეტილებით საბჭოს აპარატის მოხელე შესაძლებელია იმავდროულად ასრულებდეს საბჭოს აპარატის სხვა სტრუქტურული ერთეულის მოხელის მოვალეობას.”;
გ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და სხვა ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს, ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს; საჭიროების შემთხვევაში ქმნის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს, განსაზღვრავს მათ შემადგენლობასა და ფუნქციებს;”;
დ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან:
ა) სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ბ) სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტი;
გ) საკადრო საკითხთა და საქმისწარმოების მთავარი სამმართველო.”.
ე) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი
1. სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი:
ა) უზრუნველყოფს სასამართლო სტატისტიკის მასალების ანალიტიკურ დამუშავებას, განზოგადებას და განსახილველად წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;
ბ) შეიმუშავებს სასამართლო საქმისწარმოების ფორმებს და ამზადებს წინადადებებს სასამართლო ადმინისტრირების საკითხებზე;
გ) უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართალშემოქმედებით საქმიანობას, ამყარებს საერთაშორისო ურთიერთობებს საზღვარგა-რეთის ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებთან, საერთაშორისო ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებთან;
დ) ორგანიზებას უწევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების ჩატარებასა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების მომზადებას;
ე) ხელს უწყობს სასამართლო რეფორმის განხორციელებას, შეიმუშავებს სათანადო წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
ვ) შეიმუშავებს და ახორციელებს მოსამართლეთა და სასამართლოს აპარატის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამებს;
ზ) ასრულებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამუშაოებს;
თ) დადგენილი წესით განკარგავს და აღრიცხავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ საბიუჯეტო სახსრებსა და საბჭოსათვის მიზნობრივი მოხმარება-განკარგვისათვის გადაცემულ მატერიალურ ფასეულობებს;
ი) უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე რიცხული მატერიალური ფასეულობებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობის მოვლა-პატრონობასა და სწორ ექსპლოატაციას, შენობაში სანიტარიული და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას, კავშირგაბმულობის, ელექტროობის, გათბობისა და წყალმომარაგების სისტემების გამართულ მუშაობას;
კ) წარმართავს ბუღალტრულ საქმიანობას ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ლ) ახორციელებს სხვა შესაბამის ღონისძიებებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის უზრუნველსაყოფად.
2. სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი შედგება საფინანსო-სამეურნეო სამმართველოს, სამართლებრივ საკითხთა და ანალიტიკური სამმართველოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აპარატისა და პრესცენტრისაგან.
3. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას.“;
ვ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტი
1. სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტი:
ა) საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ ნორმატიული აქტების საფუძველზე ახორციელებს დისციპლინურ სამართალწარმოებას;
ბ) ახორციელებს დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების მოწვევისა და გამართვის ორგანიზებას;
გ) ამზადებს დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დოკუმენტების პროექტებს;
დ) შეისწავლის საერთაშორისო გამოცდილებას სასამართლო ეთიკისა და მოსამართლეთა დისციპლინური დევნის საკითხებზე და შესაბამის წინადადებებს წარუდგენს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;
ე) აწარმოებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებული დისციპლინური სამართალწარმოების სტატისტიკას და უზრუნველყოფს მის განზოგადებას.
2. სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტი შედგება სამი სამმართველოსაგან: სამოქალაქო საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველო; სისხლის სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველო; ადმინისტრაციული სამართლის და სხვა კატეგორიის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველო.
3. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას.
4. აუცილებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის მოხელეს შეიძლება დაევალოს სხვა კატეგორიის საქმეზე დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება.”;
ზ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. საკადრო საკითხთა და საქმისწარმოების მთავარი სამმართველო
1. საკადრო საკითხთა და საქმისწარმოების მთავარი სამმართველო:
ა) ახორციელებს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა და საბჭოს აპარატის მოხელეთა საკადრო აღრიცხვას;
ბ) აწარმოებს მოსამართლეთა და საბჭოს აპარატის მოხელეთა შრომით წიგნაკებსა და ჩასართ ფურცლებს;
გ) ადგენს მოსამართლეთა და საბჭოს აპარატის მოხელეთა ნამსახურობის ნუსხას;
დ) აფორმებს მოსამართლეთა და საბჭოს აპარატის მოხელეთა თანამდებობაზე გამწესებასა და გათავისუფლებას, შვებულებებს, საპენსიო საბუთებს, შრომისუუნარობის ფურცლებსა და მივლინებებს;
ე) უზრუნველყოფს ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების აღრიცხვას;
ვ) უზრუნველყოფს ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის გამართვას, ატესტაციის ორგანიზებასა და ჩატარებას;
ზ) ამზადებს ბრძანებებს აპარატის მოხელეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) ახორციელებს საკვალიფიკაციო გამოცდების მოწყობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საქმიანობას;
ი) ახორციელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მისი აპარატის სამსახურებრივი დოკუმენტების რეგისტრაციასა და დაგზავნას, ორგანიზებას უწევს აპარატში ერთიან საქმისწარმოებას.
2. საკადრო საკითხთა და საქმისწარმოების მთავარი სამმართველო შედგება საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზებისა და საკადრო საკითხთა განყოფილებისა და კანცელარიისაგან.
3. მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.”;
თ) მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს;
ი) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარუდგენს საერთო სასამართლოების სისტემაში სასამართლოების ბიუჯეტის შედგენის (დაგეგმვის), მიღების, განხილვის, შესრულებისა და კონტროლის ძირითად პრინციპებს, აგრეთვე წლის განმავლობაში განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების გეგმას და განხორციელებული შესყიდვების ყოველკვარტალურ ანგარიშს;”.
2. ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები (დანართი 2) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი №2
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| N | თანამდებობის დასახელება | საშტატო ერთეულის რაოდენობა | თანამდებობრივი სარგო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგოს % |
|
| სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი |
|
|
| 1. | დეპარტამენტის უფროსი | 1 | 70 |
| 2. | დეპარტამენტის უფროსის მოადგილე | 1 | 65 |
| I | სამართლებრივ საკითხთა და ანალიტიკური სამმართველო |
|
|
| 1. | სამართლებრივ საკითხთა და ანალიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილე | 1 | 55 |
| 2. | უფროსი კონსულტანტი | 2 | 50 |
| 3. | კონსულტანტი | 2 | 45 |
| II | იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აპარატი |
|
|
| 1. | თანაშემწე | 1 | 50 |
| 2. | რეფერენტი | 3 | 40 |
| 3. | პრესმდივანი (უფროსი კონსულტანტი) | 1 | 50 |
| III | საფინანსო-სამეურნეო სამმართველო |
|
|
| 1. | საფინანსო-სამეურნეო სამმართველოს უფროსი | 1 | 60 |
| 2. | უფროსი კონსულტანტი | 1 | 50 |
| 3. | მთავარი ბუღალტერი | 1 | 55 |
| 4. | დამხმარე მოსამსახურე | 10 |
|
|
| სულ | 25 |
|
|
| სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტი |
|
|
| 1. | დეპარტამენტის უფროსი | 1 | 70 |
| 2. | დეპარტამენტის უფროსის მოადგილე | 1 | 65 |
| I. | სისხლის სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველო |
|
|
| 1. | სისხლის სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს უფროსი | 1 | 60 |
| 2. | უფროსი კონსულტანტი | 1 | 50 |
| 3. | კონსულტანტი | 1 | 45 |
| II | სამოქალაქო სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველო |
|
|
| 1. | სამოქალაქო სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს უროსი | 1 | 60 |
| 2. | უფროსი კონსულტანტი | 1 | 50 |
| 3. | კონსულტანტი | 1 | 45 |
| III | ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველო |
|
|
| 1. | ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს უფროსი | 1 | 60 |
| 2. | უფროსი კონსულტანტი | 1 | 50 |
| 3. | კონსულტანტი | 1 | 45 |
|
| სულ | 11 |
|
|
| საკადრო საკითხთა და საქმისწარმოების მთავარი სამმართველო |
|
|
|
| საკადრო საკითხთა და საქმისწარმოების მთავარი სამმართველოს უფროსი | 1 | 65 |
| I | საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზებისა და საკადრო საკითხთა განყოფილება |
|
|
| 1. | საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზებისა და საკადრო საკითხთა განყოფილების უფროსი | 1 | 55 |
| 2. | უფროსი კონსულტანტი | 1 | 50 |
| 3. | კონსულტანტი | 2 | 45 |
| II | კანცელარია (განყოფილება) |
|
|
| 1. | კანცელარიის უფროსი | 1 | 55 |
| 2. | უფროსი კონსულტანტი | 1 | 50 |
|
| სულ | 7 |
|
|
| სულ ჯამში | 43 |
|
შენიშვნა: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მომსახურეებს თანამდებობრივ სარგოზე მიეცემათ დანამატი უცხო ენის ცოდნისათვის, სამეცნიერო ხარისხისათვის, განსაკუთრებული საქმის წარმოებისა და საკლასო ჩინისათვის (სპეციალური წოდებისათვის) თანამდებობრივი სარგოს 40 პროცენტამდე.”.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები