„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 მარტის №131 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word
„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 მარტის №131 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 168
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 28/03/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 28/03/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 09/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 110.010.000.08.002.003
  • Word
168
28/03/2005
სსმ, 35, 28/03/2005
110.010.000.08.002.003
„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 მარტის №131 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №168

2005 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 მარტის №131 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად:

1. „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 მარტის №131 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №28, მუხ. 259) დამტკიცებულ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესში (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმა (საერთო და/ან სპეციალიზაციის მიხედვით), თარიღი, აგრეთვე საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებული ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელების ვადები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების საფუძველზე.”;

ბ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 7. საკვალიფიკაციო გამოცდა

1. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება საერთო და სპეციალიზაციის მიხედვით.

2. სპეციალიზაცია ხდება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლისა და სისხლის სამართლის დარგებში.

3. საერთო საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება შემდეგ საგნებში:

ა) საკონსტიტუციო სამართალი;

ბ) სისხლის სამართალი;

გ) სისხლის სამართლის პროცესი;

დ) სამოქალაქო სამართალი;

ე) სამოქალაქო სამართლის პროცესი;

ვ) ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი;

ზ) ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.

4. სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით გამოცდა ტარდება შემდეგ საგნებში:

ა) საკონსტიტუციო სამართალი;

ბ) სამოქალაქო სამართალი;

გ) სამოქალაქო სამართლის პროცესი;

დ) ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი;

ე) ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები;

ვ) სასამართლო კონტროლი სისხლის საპროცესო იძულების ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებებზე.

5. სისხლის სამართლის სპეციალიზაციით გამოცდა ტარდება შემდეგ საგნებში:

ა) საკონსტიტუციო სამართალი;

ბ) სისხლის სამართალი;

გ) სისხლის სამართლის პროცესი;

დ) ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.”

გ) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 19. საგამოცდო ბილეთი

1. წერითი გამოცდა ტარდება ერთ ტურად, საგამოცდო ბილეთების მეშვეობით. საგამოცდო ბილეთი შედგება ხუთი საკითხისგან (კაზუსი).

2. კაზუსის ამოხსნის დროს გამოსაცდელმა უნდა შეძლოს სამართლებრივი კვალიფიკაცია – სამართლებრივი ნორმების მისადაგება ამოსახსნელ კაზუსში მოცემულ ცხოვრებისეულ სიტუაციასთან. ასევე მან უნდა შეძლოს ამგვარი გადაწყვეტის დასაბუთება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული არგუმენტებით.”

დ) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ყოველ ბილეთზე ქულათა მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 25 (ოცდახუთ) ქულას, ხოლო მინიმალური რაოდენობა 0 (ნულ) ქულას.”

ე) 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 21. წერითი გამოცდის შედეგები

წერითი გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ გამოსაცდელი დააგროვებს სულ ცოტა 15 (თხუთმეტ) ქულას.”

ვ) 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წერითი გამოცდის ჩასაბარებლად გამოსაცდელს ეძლევა ექვსი საათი. დროის გადაცილების შემდეგ საორგანიზაციო კომისიისათვის გადაცემული ნამუშევარი არ გასწორდება და გამოსაცდელს დაეწერება შეფასება 0 (ნული).”

2. „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 მარტის №131 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №28, მუხ. 259) დამტკიცებულ მოსამართლების საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამაში (დანართი №2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) შინაარსი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შინაარსი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი

2. სისხლის სამართალი

3. სისხლის სამართლის პროცესი

4. სამოქალაქო სამართალი

5. სამოქალაქო საპროცესო სამართალი

6. ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი

7. ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები

8. სასამართლო კონტროლი სისხლის საპროცესო იძულების ღონისძიებებზე, საგამოძიებო მოქმედებებსა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე.”

ბ) თემა – „ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებების” შემდეგ დაემატოს თემა:

„სასამართლო კონტროლი სისხლის საპროცესო იძულების ღონისძიებებზე, საგამოძიებო მოქმედებებსა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე

თემა I. სისხლის საპროცესო იძულების ღონისძიებები

სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების სახეები და ღონისძიებები. მოპყრობა იმ პირისადმი, რომლის მიმართ გამოყენებულია სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებები. დაკავებულთა და დაპატიმრებულთა განთავსების ადგილის ადმინისტრაციის საპროცესო მოვალეობები. დაკავებული ან დაპატიმრებული პირის უზრუნველყოფა მის მიმართ საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების თაობაზე ოჯახის წევრის, ნათესავის ან სხვა ახლობელი პირისათვის შეტყობინების შესაძლებლობებით. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების საფუძველი, წესი და პირობები. სისხლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების სასამართლო წესი.

თემა II. დაკავების, როგორც სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების, გამოყენება

დაკავება, როგორც საპროცესო იძულების ღონისძიება, მისი გამოყენების პირობები, საფუძველი და წესი. პირები, რომლებიც სარგებლობენ იმუნიტეტით დაკავებისას. დაკავების კანონიერებისა და დასაბუთებულობის საპროცესო გაფორმება და შემოწმება. დაკავებისაგან გათავისუფლების საფუძველი და წესი.

თემა III. აღკვეთის ღონისძიებები სისხლის სამართლის პროცესში

აღკვეთის ღონისძიებების სახეები, მათი გამოყენების საფუძველი და საერთო პირობები. პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების საფუძველი და პირობები. პატიმრობის ვადა და პატიმრობის ვადის გაგრძელების წესი. პატიმრობიდან გათავისუფლება. შინაპატიმრობა. აღკვეთის ღონისძიებები, რომლებიც არ არის დაკავშირებული დაპატიმრებასა და შინაპატიმრობასთან, მათი გამოყენების საფუძველი და წესი.

თემა IV. მოყვანა, პირის მოთავსება სამედიცინო დაწესებულებაში. ბრალდებულისა და ეჭვმიტანილის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება.

თემა V. ქონებაზე ყადაღის დადება

ქონებაზე ყადაღის დადების გამოყენების მიზანი, საფუძველი და წესი. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) მოქმედების ვადა და მისი გასაჩივრება.

თემა VI. საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც ტარდება მოსამართლის ბრძანებით

ამოღება და ჩხრეკა. დათვალიერების ჩატარება სასამართლო ბრძანებით. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილზე ყადაღის დადება, მათი დათვალიერება და ამოღება სასამართლო ბრძანებით. საგამოძიებო ექსპერიმენტი სასამართლო ბრძანებით. ჩვენების ადგილზე შემოწმება სასამართლო ბრძანებით. დაზარალებულისა და მოწმის შემოწმება სასამართლო ბრძანებით. დაზარალებულისა და მოწმის იძულებითი ექსპერტიზა სასამართლო ბრძანებით. დაზარალებულისა და მოწმისგან ნიმუშების იძულებით აღება სასამართლო ბრძანებით. გვამის ექსჰუმაცია სასამართლო ბრძანებით.

თემა VII. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და მათ ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო აქტების მიღების საფუძველი და წესი

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანები. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის პრინციპები. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები. საქვეყნოობა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიები ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაში. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ცნება. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების საფუძვლები. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების პირობები. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შეწყვეტა. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მოვალეობები. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების უფლებები.

ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა:

საქართველოს კონსტიტუცია

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით.

საქართველოს ორგანული კანონი „პროკურატურის შესახებ”.

საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ”.

საქართველოს ორგანული კანონი „უზენაესი სასამართლოს შესახებ”.

საქართველოს კანონი „პატიმრობის შესახებ”.

საქართველოს კანონი „ადვოკატთა შესახებ”.

საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ”.

საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ”.

გაბისონია ი., აღკვეთის ღონისძიებანი სისხლის სამართლის პროცესში (პრაქტიკული სახელმძღვანელო), თბ., 2003 წ.

ბენიძე ვ., დაპატიმრებისა და შინაპატიმრობის აღკვეთის ღონისძიებად გამოყენების პრობლემები, თბ., 2003 წ.

კორკელია კ., ქურდაძე ი., ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი ადამიანის უფლებათა კონვენციის მიხედვით. თბ., 2004 წ.

კორკელია კ., ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება საქართველოში, თბ., 2004 წ.

სისხლის სამართლის პროცესი. რედაქტ. ა. ფა-ლიაშვილი, შ. ფაფიაშვილი. თბ., 2003 წ.”

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი