დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 აგვისტოს №350 ბრძანებულებით დამტკიცებულ ფონდის დებულებასა და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 166 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 24/03/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35, 28/03/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/11/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.003.352 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №166
2005 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 აგვისტოს №350 ბრძანებულებით დამტკიცებულ ფონდის დებულებასა და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის მიერ „სამედიცინო დაწესებულებათა რესტრუქტურიზაციისა და ოპტიმიზაციის პროგრამის“ შეუფერხებელი განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 აგვისტოს №350 ბრძანებულების (სსმ III, №71, მუხ. 668) მე-2 პუნქტით დამტკიცებულ საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის დამტკიცებული გეგმით განსაზღვრული და შერჩეული საავადმყოფოების, ჯანდაცვის სხვა ობიექტების პრივატიზაციისა და სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საავადმყოფოების, ჯანდაცვის სხვა ობიექტების იჯარით გაცემის პროცესში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად მონაწილეობის მიღება;“;
ბ) ამოღებულ იქნეს მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი;
გ) მე-7 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დადგენილი წესით მიღებულ სახსრებს ფონდი იყენებს შემდეგი მიზნებისათვის:
ი.ა) საზოგადოებრივ სექტორში დარჩენილ სამედიცინო დაწესებულებათა შენობების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და რემოდელირებისათვის;
ი.ბ) დაწესებულებათა სამედიცინო აპარატურით აღჭურვისათვის;
ი.გ) ადამიანური რესურსების პროგრამების დაფინანსებისათვის, რომლებიც ითვალისწინებენ შემცირებული პერსონალის კომპენსაციებს, დარჩენილი პერსონალის გადამზადებას და სხვ.;
ი.დ) საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული საზოგადოებრივ ურთიერთობათა პროგრამების დაფინანსებისათვის;
ი.ე) ფონდის საოპერაციო ხარჯების დასაფარავად.“;
დ) მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დადგენილი წესით მიღებული თანხებით;“;
ე) 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„25. ფონდმა დადგენილი წესით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა.“.
2. ბრძანებულების მე-3 პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის სამეთვალყურეო საბჭო განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:
ვლადიმერ ჭიპაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე
გრიგოლ გობეჯიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
მანანა მაისურაძე – საქართველოს ექიმთა თავისუფალი პროფკავშირის „სოლიდარობის“ წევრი
კახი პაპოშვილი – ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი
ვაჟა პეტრიაშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე
მამუკა ჯაფარიძე – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური პროექტების განმახორციელებელი ცენტრის დირექტორის მოადგილე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები