დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 აგვისტოს №527 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 158 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 21/03/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 23/03/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/12/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.050.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №158
2005 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 აგვისტოს №527 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 აგვისტოს №527 ბრძანებულებაში (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 1996 წ., აგვისტო, გვ. 88) და ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის საქმიანობის კოორდინაციისა და ზედამხედველობის მიზნით შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
დავით ამაღლობელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საბჭოს მდივანი
ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალური პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციისა და განსაკუთრებულ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი – პრემიერ-მინისტრის მრჩეველი
ალექსანდრე ლომაია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ანი ქათამაძე – საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი
ვალერი ჩეჩელაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
გიგი წერეთელი – საქართველოს პარლამენტის წევრი
ვლადიმერ ჭიპაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.”.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები