,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2005 წელს მოქალაქეთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 16 იანვრის №18 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2005 წელს მოქალაქეთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 16 იანვრის №18 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 157
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 21/03/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 23/03/2005
სარეგისტრაციო კოდი 120.260.020.08.002.003
  • Word
157
21/03/2005
სსმ, 33, 23/03/2005
120.260.020.08.002.003
,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2005 წელს მოქალაქეთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 16 იანვრის №18 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №157

2005 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს სამხედრო ძალებში 2005 წელს მოქალაქეთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 16 იანვრის №18 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სამხედრო ძალებში 2005 წელს მოქალაქეთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 16 იანვრის №18 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №6, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 4720 კაცით, მათ შორის:

ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში – 4300 კაცით;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ ქვედანაყოფებში – 420 კაცით.“;

ბ) ბრძანებულებით დამტკიცებული №1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობა

გელა ბეჟუაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, კომისიის თავმჯდომარე

ჯამბულ ცომაია – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარი მრჩეველი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

პაატა ბოლაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახურის უფროსი

ალექსანდრე დიდებულიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე

ინგა მაზანაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სპეციალისტი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხებში, კომისიის მდივანი

ირაკლი ნადირაძე – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე

ლევან ნიკოლეიშვილი –          საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი

კორნელი სალია – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

გოჩა ფარულავა – საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროში სისხლის სამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი

ნიკოლოზ ფრუიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

გიორგი ქამუშაძე – მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე

კახაბერ ჩიქოვანი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის დირექტორი

შალვა ჯანაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.“;

გ) ბრძანებულებით დამტკიცებული №2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებული მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის შემადგენლობა

გიორგი ქამუშაძე – მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე

თინათინ გასიტაშვილი – კომისიის მდივანი

მალხაზ ელიავა – ნევროპათოლოგი

ლევან კობახიძე – თერაპევტი

ლეილა მამულაშვილი – ოფთალმოლოგი

ზაურ ნემსაძე – ქირურგი

დუგლას ომიაძე – ტრავმატოლოგი

ვახტანგ ჟორჟოლიანი – ფსიქიატრი

გურამ სხირტლაძე – ფთიზიატრი

ოლეგ ჩხაიძე – ოტორინოლარინგოლოგი.“.

მ. სააკაშვილი