„საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სალიკვიდაციო კომისიების გაუქმების შესახებ”

  • Word
„საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სალიკვიდაციო კომისიების გაუქმების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 144
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 15/03/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 31, 18/03/2005
სარეგისტრაციო კოდი 040.030.050.08.002.003
  • Word
144
15/03/2005
სსმ, 31, 18/03/2005
040.030.050.08.002.003
„საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სალიკვიდაციო კომისიების გაუქმების შესახებ”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №144

2005 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სალიკვიდაციო კომისიების გაუქმების შესახებ

„საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 თებერვლის №71 და „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 მაისის №171 ბრძანებულებებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების სალიკვიდაციო ღონისძიებების დასრულებასთან დაკავშირებით:

1. გაუქმდეს „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 თებერვლის №71 ბრძანებულებით შექმნილი საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სალიკვიდაციო კომისია და „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 მაისის №171 ბრძანებულებით შექმნილი სალიკვიდაციო კომისიები.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელაშვილი) გადაწყვიტოს ლიკვიდირებული საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურისა და „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 მაისის №171 ბრძანებულებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების დაფარვის საკითხი.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 თებერვლის №71 ბრძანებულება;

ბ) „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 მაისის №171 ბრძანებულება.

მ. სააკაშვილი