დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| `საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დროშის, ემბლემისა და სპეციალური ჟეტონის დამტკიცების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 134 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 11/03/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 29, 15/03/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №134
2005 წლის 11 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დროშის, ემბლემისა და სპეციალური ჟეტონის დამტკიცების შესახებ
„ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დროშის, ემბლემისა და სპეციალური ჟეტონის ესკიზები და აღწერილობა (დანართი№1, №2, №3).
მ. სააკაშვილი
დანართი №1
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დროშა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დროშა წარმოადგენს მართკუთხა ქსოვილს პროპორციით 2/3, რომლის პირველ კანტონში, თეთრ ველზე გამოსახულია მეწამული (წითელი) ჯვარი, რომელიც გაჰკვეთს და გადაჰკვეთს მის კიდეებს. მეორე ნაწილში ლაჟვარდისფერ (ლურჯ) ველზე გამოსახულია ფინანსური პოლიციის ემბლემა.

დანართი №2
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ემბლემა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ემბლემა არის მრგვალ ჰერალდიკულ ფარზე, ლაჟვარდისფერ (ლურჯ) ველზე გამოსახული კომპოზიცია, რომელიც წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს, რომლის ლაჟვარდისფერ (ლურჯ) ველზე გამოსახულია მარჯვნივ მიმართული ლომი – საქართველოს სახელმწიფო გერბი ფარისმტვირთველი. ფარის ქვემოდან გამოსახულია ზეაღმართული ხმალი, ფარს აგვირგვინებს „ივერიული“ გვირგვინი საქართველოს სახელმწიფო გერბის დეტალი. ფარს გარს არტყია ქართული სტილიზებული ორნამენტი „ვაზის წნული“, ოთხი ჯვარი (საქართველოს დროშის დეტალი) და ოქროსფერი წარწერა: „ფინანსური პოლიცია” (ქართულ და ინგლისურ ენებზე).

დანართი №3
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ჟეტონი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ჟეტონი წარმოადგენს სტილიზებულ, ვერცხლისფერ, შვიდქიმიან ვარსკვლავს, რომლის ცენტრშიც მედალიონზე ოქროს ველზე გამოსახულია ფინანსური პოლიციის ცენტრალური ფიგურა. ფარზე, ლაჟვარდისფერ ველზე გამოსახულია ოქროს ლომი, რომელსაც გარს არტყია შავ ველზე ოქროსფერი ორენოვანი წარწერა (ქართული და ინგლისური) – „ფინანსური პოლიცია“ და ოთხი ოქროსფერი ჯვარი – საქართველოს სახელმწიფო დროშის დეტალები.

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები