დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქვეყანაში სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №618 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 127 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 09/03/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 28, 11/03/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/10/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.070.010.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №127
2005 წლის 9 მარტი
ქ. თბილისი
,,ქვეყანაში სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №618 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ქვეყანაში სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №618 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №154, მუხ. 1395) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და მე-3 პუნქტით დამტკიცებულ №2 დანართში ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:
გელა ბეჟუაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, კომისიის თავმჯდომარე
ივანე მერაბიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ვახტანგ კაპანაძე – საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის სამხედრო მრჩეველი
კონსტანტინე კემულარია – საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ლევან ნიკოლეიშვილი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი
ირაკლი ოქრუაშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ვალერი ჩეჩელაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
კახაბერ ჩიქოვანი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის დირექტორი
ბადრი ჩხაიძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა განყოფილების უფროსი, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი
მიხეილ ჯანიკაშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული ბიუროს“ გენერალური დირექტორი.“.
2. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები