„საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

  • Word
„საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 126
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 08/03/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 07/03/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 130.130.000.08.002.003
  • Word
126
08/03/2005
სსმ, 26, 07/03/2005
130.130.000.08.002.003
„საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №126

2005 წლის 8 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, კრებული №6, 1997 წ., გვ. 13) დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. შს ორგანოს მუშაკთა თანამდებობრივი გადაადგილება

1. შს ორგანოს მუშაკთა თანამდებობრივი გადაადგილება ხდება:

ა) ზემდგომ თანამდებობაზე – სამსახურებრივი დაწინაურებით დასაწინაურებელ თანამშრომელთან შეთანხმების საფუძველზე;

ბ) თანაბარ თანამდებობაზე – შს ორგანოს თანამშრომლის თანხმობით სხვა ვაკანტურ თანამდებობათა აუცილებელი დაკომპლექტების ან მეთაურთა შემადგენლობის პირადი თვისებების, ცოდნის, მომზადებისა და გამოცდილების მიზანმიმართული გამოყენებისათვის;

გ) დაბალ თანამდებობაზე;

გ.ა) შტატების შემცირებისას;

გ.ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად;

გ.გ) სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;

გ.დ) პირადი თხოვნით;

გ.ე) საატესტაციო წესით;

გ.ვ) დადებული სასჯელის საფუძველზე;

დ) სასწავლებელში ჩარიცხვის ან სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თანამდებობაზე დანიშვნის დროს;

ე) აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოებში სამუშაოდ მივლინების დროს.

2. თანამდებობრივი გადაადგილება უნდა მოხდეს თანამშრომლის ძირითადი ან მონათესავე სპეციალობის, გამოცდილების გათვალისწინებით. პირის სხვა სპეციალობით დანიშვნას წინ უნდა უძღოდეს, როგორც წესი, მისი შესაბამისი სამსახურებრივი გადამზადება.

3. თანამშრომლის სამსახურებრივი გადაადგილება ყველა შემთხვევაში ფორმდება შს ორგანოს შესაბამისი უფროსის ბრძანებით, გადაადგილების საფუძვლის მითითებით. ბრძანება თანამშრომელს უნდა გააცნოს უშუალო ხელმძღვანელმა.

4. დაბალ თანამდებობაზე გადაყვანილი თანამშრომელი შემდეგში შეიძლება სამსახურში დაწინაურდეს მხოლოდ ატესტაციის საფუძველზე.

5. ვაკანტურ თანამდებობაზე თანამშრომელი შეიძლება დაინიშნოს მოვალეობის შემსრულებლად 3 თვით, ხოლო არავაკანტურ თანამდებობაზე (თანამდებობის პირის ავადმყოფობა, მივლინება და ა.შ.) – 6 თვით.

6. შს ორგანოს თანამშრომელი შეიძლება დროებით გადააყენოს თანამდებობიდან ხელმძღვანელმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოების მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ასევე საგამოძიებო ორგანოების დადგენილების საფუძველზე. სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით თანამდებობიდან გადაყენებულ თანამშრომელს გამართლების შემთხვევაში უნდა მიეცეს ადრე დაკავებული ან მისი თანაბარი თანამდებობა, ამასთან, უნაზღაურდება იძულებით გადაუხდელი ხელფასი.

7. შს ორგანოებში ორგანიზაციულ, საშტატო ღონისძიებათა განხორციელებისას, შს მინისტრის ბრძანებით შტატგარეშე დარჩენილი თანამშრომელი ირიცხება კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვით, 2 თვის მთლიანი ხელფასის შენარჩუნებით, ხოლო მომდევნო ორი თვის განმავლობაში მას მიეცემა სპეციალური წოდების, ნამსახურობის პროცენტული დანამატი და სასურსათო ულუფის კომპენსაცია. აღნიშნული ვადის გასვლამდე უნდა გადაწყდეს თანამშრომლის შრომითი მოწყობის საკითხი. კადრების განკარგულებაში რიგითი შემადგენლობის პირთა აყვანა (შტატგარეშედ დარჩენის შემთხვევის გარდა) არ შეიძლება. შტატგარეშედ დარჩენის შემთხვევაში, მათი შრომითი მოწყობის საკითხი უნდა გადაწყდეს სულ მცირე ერთ თვეში. შს ორგანოს თანამშრომლის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადაში არ შედის ავადმყოფობის, კუთვნილ ან დამატებით შვებულებაში ყოფნის დრო.“.

მ. სააკაშვილი