დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმების, საგადასახადო ვალდებულების შესრულებისა და სავალდებულო რეგისტრაციის გამარტივების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 125 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 08/03/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26, 07/03/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.250.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №125
2005 წლის 8 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმების, საგადასახადო ვალდებულების შესრულებისა და სავალდებულო რეგისტრაციის გამარტივების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმების, საგადასახადო ვალდებულების შესრულების, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სარეგისტრაციო საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებისა და გამარტივების მიზნით:
1. საქართველოს ფინანსთა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებმა უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება საბაჟო, საგადასახადო და სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ორგანოების ერთად განთავსების მიზნით.
2. ბრძანებულების პირველი პუნქტით გათალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი. მერაბიშვილი) უზრუნველყოს მის ბალანსზე არსებული შესაბამისი ფართის გამოყოფა.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელაშვილი) „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებებების ფარგლებში განახორციელოს ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
4. საქართველოს ფინანსთა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრებმა საბაჟო, საგადასახადო და სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ორგანოების შეთანხმებული და კოორდინირებული თანამშრომლობის მიზნით სამ თვეში შეიმუშაონ და გამოსცენ ერთობლივი ბრძანება.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები