დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებულ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში, ასევე იმ თანამდებობის პირების ნუსხაში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან გასცენ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან დაშვების უფლება და იმ თანამდებობის პირების ნუსხაში, რომელთაც აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებისათვის კონკრეტული ინფორმაციის მიკუთვნების უფლება ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 109 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 28/02/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 23, 28/02/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130.030.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №109
2005 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებულ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში, ასევე იმ თანამდებობის პირების ნუსხაში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან გასცენ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან დაშვების უფლება და იმ თანამდებობის პირების ნუსხაში, რომელთაც აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებისათვის კონკრეტული ინფორმაციის მიკუთვნების უფლება“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 1997 წ., №2, გვ. 41) დამტკიცებულ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში, ასევე იმ თანამდებობის პირების ნუსხაში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან გასცენ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან დაშვების უფლება და იმ თანამდებობის პირების ნუსხაში, რომელთაც აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებისათვის კონკრეტული ინფორმაციის მიკუთვნების უფლება, შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის 5.1.9. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5.1.9. საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების შიდასაუწყებო ნორმატიული აქტები, რომლებიც აწესრიგებენ მათ შიდა საქმიანობას უშუალოდ სახელმწიფო თავდაცვისა და უშიშროების უზრუნველყოფის თვალსაზრისით;“.
2. იმ თანამდებობის პირების ნუსხა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან გასცენ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან დაშვების უფლება, ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნუსხა
იმ თანამდებობის პირებისა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან გასცენ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან დაშვების უფლება
1. საქართველოს პრეზიდენტი;
2. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
4. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი;
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;
7. საქართველოს მინისტრები (მათი მოვალეობის შემსრულებლები);
8. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;
9. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები;
10. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები;
11. აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირები და მათი მოადგილეები;
12. საქართველოს გენერალური პროკურორი;
13. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი;
14. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე;
15. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;
16. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები;
17. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი;
18. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეები;
19. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი;
20. აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები;
21. საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები;
22. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსი;
23. საქართველოში საიდუმლოების მფლობელი უწყებები, ორგანიზაციების და საწარმოების უფროსები (მათი მოვალეობის შემსრულებლები);
24. საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების უმაღლესი სასწავლებლების რექტორები-უფროსები (მათი მოვალეობის შემსრულებლები);
25. აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროების, უწყებების ხელმძღვანელები (მათი მოვალეობის შემსრულებლები)“.
3. იმ თანამდებობის პირების ნუსხა რომელთაც აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებისათვის კონკრეტული ინფორმაციის მიკუთვნების უფლება, ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნუსხა
იმ თანამდებობის პირებისა, რომელთაც აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებისათვის კონკრეტული ინფორმაციის მიკუთვნების უფლება
1. საქართველოს პრეზიდენტი;
2. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
4. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი;
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;
7. საქართველოს მინისტრები, მინისტრების მოადგილეები;
8. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები;
9. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები;
10. საქართველოს პარლამენტის კომიტეტების (კომისიების) თავმჯდომარეები;
11. საქართველოს საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეები;
12. საქართველოს პარლამენტის წევრები;
13. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეები;
14. საქართველოს პრეზიდენტის-სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის სამხედრო მრჩეველი;
15. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დეპარტამენტის დირექტორები და მათი მოადგილეები, განყოფილების უფროსები, მთავარი მრჩევლები, მთავარი სპეციალისტები;
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი მოსამართლეები;
17. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები;
18. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები;
19. საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები;
20. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები;
21. საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი და მისი მოადგილეები;
22. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები;
23. საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებებით აღჭურვილი თანამდებობის პირები;
24. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე;
25. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში:
– შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი;
– შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები;
– მინისტრის აპარატის უფროსი და მისი მოადგილეები;
– ჯარების სახეობათა სარდლები და მათი მოადგილეები;
– დეპარტამენტების უფროსები და მათი მოადგილეები;
– სამხედრო ნაწილების უფროსები და მათი მოადგილეები;
– ოპერატიული ქვედანაყოფების პასუხისმგებელი მუშაკები;
– სადაზვერვო ქვედანაყოფების პასუხისმგებელი მუშაკები;
26. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში;
– განყოფილების უფროსები და ზემოთ;
– ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ქვედანაყოფების პასუხისმგებელი მუშაკები;
27. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში:
– განყოფილების უფროსები და ზემოთ;
– ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ქვედანაყოფების პასუხისმგებელი მუშაკები;
28. საქართველოში მოკვლევის, ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური საქმიანობის უფლების მქონე უწყებათა პასუხისმგებელი თანამშრომლები;
29. საქართველოში სახელმწიფო საიდუმლოების მფლობელი უწყებების, ორგანიზაციების, სასწავლო, სამეცნიერო დაწესებულებების და საწარმოების უფროსები და მათი მოადგილეები;
30. საქართველოს სახელმწიფო უწყებებში, ორგანიზაციებსა და საწარმოებში საიდუმლო-სარეჟიმო განყოფილებების უფროსები, მათი მოადგილეები;
31. აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სტრუქტურებისა და სტრუქტურული დანაყოფების პასუხისმგებელი პირები;
32. საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში:
– ქვეგანყოფილების უფროსები და ზემოთ;
– ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ქვედანაყოფების პასუხისმგებელი მუშაკები“.
4. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები