დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მიერ საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 94 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 22/02/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22, 25/02/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/07/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130.060.000.08.002.003 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/02/2005 - 15/07/2010)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №94
2005 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მიერ საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების შესახებ
„საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად:
1. „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად სახელმწიფო გერბი სრული სახით ფერებში თავსდება:
ა) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის შენობის ფასადზე;
ბ) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის სხდომათა დარბაზში;
გ) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის სამუშაო კაბინეტში.
2. მცირე სახელმწიფო გერბი გამოისახება საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ბეჭდებზე.
3. მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში გამოისახება:
ა) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანებებზე;
ბ) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ბლანკებზე.
4. „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში თავსდება საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების სამუშაო კაბინეტებში.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები