„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ნოემბრის №529 ბრძანებულებაში, ბრძანებულებით დამტკიცებულ ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებასა და საშტატო განრიგში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ნოემბრის №529 ბრძანებულებაში, ბრძანებულებით დამტკიცებულ ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებასა და საშტატო განრიგში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 86
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 18/02/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 21/02/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2005
სარეგისტრაციო კოდი 010.210.050.08.002.003
  • Word
86
18/02/2005
სსმ, 20, 21/02/2005
010.210.050.08.002.003
„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ნოემბრის №529 ბრძანებულებაში, ბრძანებულებით დამტკიცებულ ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებასა და საშტატო განრიგში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას
„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ნოემბრის №529 ბრძანებულებაში, ბრძანებულებით დამტკიცებულ ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებასა და საშტატო განრიგში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №86

2005 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ნოემბრის №529 ბრძანებულებაში, ბრძანებულებით დამტკიცებულ ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებასა და საშტატო განრიგში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ნოემბრის №529 ბრძანებულებაში (სსმ III, 24.11.2004 წ., №135, მუხლი 1203) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მოხელეთა საერთო რიცხოვნობა განისაზღვროს 71 (სამოცდათერთმეტი) საშტატო ერთეულით.

4. სა­ქარ­თვე­ლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ (ირ. ჩუბინიშვილი) უზ­რუნ­ველ­ყოს ეროვნული უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს აპა­რა­ტის კომუნა­ლუ­რი, კავშირგაბმულო­ბი­სა და სატრანსპორტო მომსა­ხუ­რე­ბა.”.

2. „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ნოემბრის №529 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების პირველ მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1.

ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი (შემდგომში – აპარატი) არის საქართველოს კონსტიტუციის, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად შექმნილი დაწესებულება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ეროვნული უშიშროების საბჭოს ინფორმაციულ-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ საქმიანობას.

2. აპა­რა­ტი არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის, სრუ­ლი­ად საიდუმ­ლო და სა­ი­დუმ­ლო ინფორ­მა­ცი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის რეჟი­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და თავის საქმი­ა­ნო­ბას ახორ­ცი­ე­ლებს საქართველოს კანონმდებლობის შე­სა­ბა­მი­სად.

3. აპარატს უშუალოდ ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

4. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონები, კონსტიტუციური შეთანხმება, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, წინამდებარე დებულება და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტები.

5. აპარატის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი სხვა შე­მო­სავ­ლე­ბი.

6. აპარატს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში, სათანადო ხარჯთა ნუსხა, ემბლემა, ბეჭედი და ტიტულოვანი ფურცელი თავისი დასახელებითა და საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

7. აპარატის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7.”

ბ) დებულების მე-3 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 3.

ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობა

1. აპა­რატს ხელ­მძღვა­ნე­ლობს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვ­ნუ­ლი უშიშროების საბ­ჭოს მდივანი, რო­მელ­საც თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ნიშ­ნავს და თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ათავისუფლებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი.

2. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი:

ა) უზრუნველყოფს ეროვნული უშიშროების საბჭოს მუშაობის ორგანიზებას;

ბ) ხელმძღვანელობს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს;

გ) ახორციელებს ორგანიზაციულ ღონისძიებებს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

დ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების შესასრულებლად;

ე) წარ­მარ­თავს აპა­რა­ტის საქ­მი­ა­ნო­ბას, ახორციელებს აპარატის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს სამართლებრივ აქტებს და აწესებს კონტროლს მათ შესრულებაზე. ხელს აწერს სამ­სა­ხუ­რებ­რივ დო­კუ­მენ­ტებს;

ზ) სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს და­სა­ნიშ­ნად წა­რუდ­გენს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივნის მო­ად­გი­ლე­ე­ბი­ს, საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის სამხედრო მრჩევლისა და აპა­რა­ტის დეპარტამენტის დირექტორების კანდიდატუ­რებს;

თ) თა­ნამ­დე­ბობა­ზე ნიშ­ნავს და თანამდებობი­დან ათა­ვი­სუფ­ლებს აპარატის სხვა მო­ხე­ლე­ებს, დამხმარე და შტატ­გა­რე­შე მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს;

ი) უფლებამოსილია გასცეს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე მუშაობის ნებართვა;

კ) უფლებამოსილია შექმნას სა­კონ­კურ­სო-სა­ა­ტეს­ტა­ციო კო­მი­სი­ა;

ლ) დად­გე­ნი­ლი წე­სით იღებს გადაწყვეტილებას აპა­რა­ტის მოხელეთა წახა­ლი­სე­ბი­სა და დისციპ­ლი­ნარული პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შესახებ;

მ) ამ­ტკი­ცებს აპა­რა­ტის ში­ნა­გა­ნა­წესს;

ნ) დადგენილი წესით ანიჭებს აპარატში მომუშავე საჯარო მოხელეებს საჯარო სამსახურის შესაბამის საკლასო ჩინებს;

ო) განსაკუთრებული დამსახურებისათვის წარადგენს აპარატის თანამშრომლებს სახელმწიფო ჯილდოზე;

პ) წარადგენს წინადადებებს აპარატის წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხების შესახებ და, აუცილებლობის შემთხვევაში, ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფის თაობაზე;

ჟ) იღებს გადაწყვეტილებას აპარატის საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ;

რ) საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის დებულებასა და საშტატო განრიგს;

ს) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს მუდ­მივ ან დრო­ე­ბით საუწყებათაშორისო კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ;

ტ) კოორ­დი­ნა­ცი­ას უწევს მუდ­მივი ან დრო­ე­ბითი კო­მი­სი­ე­ბის საქმიანობას. უფ­ლე­ბა აქვს ცალკე­ულ და­ვა­ლე­ბა­თა შეს­რუ­ლე­ბის ვა­დით კომისი­ის მუ­შა­ო­ბა­ში მონაწი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად სახელ­შეკ­რუ­ლე­ბო საფუძველ­ზე მო­იწ­ვი­ოს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არი­ან სა­ჯა­რო მოსამსა­ხუ­რე­ე­ბი;

უ) აბა­რებს ან­გა­რიშს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს აპა­რა­ტის საქმიანო­ბის შე­სა­ხებ;

ფ) დად­გე­ნი­ლი წე­სით ას­რუ­ლებს საქართველოს პრე­ზი­დენ­ტის ცალკე­ულ და­ვა­ლე­ბებს.

3. ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვანს ჰყავს სამი მოადგი­ლე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით.

4. ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვნის მოადგილეების უფლებამოსილებასა და კომპეტენცი­ებს გან­საზ­ღვრავს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი.

5. ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვნის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვნის გადაწყვეტილებით, ახორციელებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.”

გ) დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხ­ლი 5.

აპა­რატ­ში სამ­სა­ხუ­რი

1. აპა­რატ­ში სამ­სა­ხუ­რი არის სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც რე­გუ­ლირ­დე­ბა მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით.

2. აპა­რატ­ში, საშ­ტა­ტო გან­რი­გის შე­სა­ბა­მი­სად, შე­იძ­ლე­ბა და­ი­ნიშ­ნონ შეიარაღებული ძალების სამ-ხედრო მო­სამ­სა­ხუ­რეები შეიარაღებული ძალების კად­რში და­ტო­ვე­ბით.

3. აპა­რა­ტის მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი და­კის­რე­ბულ ფუნ­ქცი­ებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ აპა­რა­ტის ში­ნა­გა­ნა­წე­სის შე­სა­ბა­მი­სად.

4. აპარატში მომუშავე სამხედრო მოსამსახურეებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­თათ­ვის და­წე­სე­ბუ­ლი ყვე­ლა და­ნა­მა­ტი, შე­ღა­ვა­თი და კომ­პენ­სა­ცია.”

დ) დებულებას დაემატოს მე-6 მუხლი შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 6.

დასკვნითი დებულებანი

დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.”

3. ბრძანებულებით დამ­ტკიცებული ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს აპარატის საშტა­ტო განრიგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს აპა­რა­ტის საშ­ტა­ტო განრიგი

თა­ნამ­დე­ბო­ბა

საშ­ტა­ტო

კატეგორია

საშ­ტა­ტო ერ­თე­უ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა

თა­ნამ­დე­ბობრი­ვი სარ­გო

2005 წელს

2006 წლის 1 იანვრიდან

1

საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშ­რო­ების საბ­ჭოს მდი­ვა­ნი

მთავარი საჯარო თანამდებობა

1

950.00

2980.00

2

ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის მო­ად­გი­ლე

მთავარი საჯარო თანამდებობა

3

800.00

2000.00

3

საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის სამხედრო მრჩეველი

გენერალ-მაიორი

1

750.00

1900.00

4

ეროვნული უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივნის თანაშემწე

წამყვანი საჯარო თანამდებობა

2

450.00

680.00

5

წამყვანი სპეციალისტი

წამყვანი საჯარო თანამდებობა

1

390.00

480.00

6

სპეციალისტი

უფროსი საჯარო თანამდებობა

3

220.00

380.00

სულ:

11

 

სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი

თა­ნამ­დე­ბო­ბა

საშ­ტა­ტო

კატეგორია

საშ­ტა­ტო ერ­თე­უ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა

თა­ნამ­დე­ბობრი­ვი სარ­გო

2005 წელს

2006 წლის 1 იანვრიდან

1

დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი

მთავარი საჯარო თანამდებობა

1

700.00

1500.00

2

დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის

მო­ად­გი­ლე

წამყვანი საჯარო თანამდებობა

1

605.00

950.00

სამართალდაცვისა და სპეციალურ სამსახურებთან ურთიერთობის განყოფილება

3

განყოფილების უფროსი

წამყვანი საჯარო თანამდებობა

1

580.00

780.00

4

მთა­ვა­რი მრჩე­ვე­ლი

წამყვანი საჯარო თანამდებობა

5

450.00

680.00

შიდა კონფლიქტების მოწესრიგების განყოფილება

5

განყოფილების უფროსი

წამყვანი საჯარო თანამდებობა

1

580.00

780.00

6

მთა­ვა­რი მრჩე­ვე­ლი

წამყვანი საჯარო თანამდებობა

2

450.00

680.00

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4. ამ ბრძანებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელაშვილი), საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის (გ. ბეჟუაშვილი) მიერ წარმოდგენილი განაცხადის საფუძველზე, უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფა.

5. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 მ. სააკაშვილი