დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებებისათვის განაკვეთების, წელთა ნამსახურობისათვის დანამატის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისა და კომპენსაციების ოდენობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 მარტის №108 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 79 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 14/02/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 21/02/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.030.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №79
2005 წლის 14 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებებისათვის განაკვეთების, წელთა ნამსახურობისათვის დანამატის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისა და კომპენსაციების ოდენობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 მარტის №108 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებებისათვის განაკვეთების, წელთა ნამსახურობისათვის დანამატის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისა და კომპენსაციების ოდენობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 მარტის №108 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №34, მუხ. 284) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1;
ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №3
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა წელთა ნამსახურობისათვის დანამატი
ფინანსური პოლიციის თანამშრომელს სამხედრო, სამართალდაცვის ან იმ სპეციალურ სამსახურებში, სადაც დაწესებულია სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებები, წელთა ნამსახურობისათვის ეძლევა დანამატი თანამდებობრივი და სახელმწიფო სპეციალური წოდების განაკვეთების ჯამის შემდეგი პროცენტული ოდენობით:
ა) 2-დან 5 წლამდე – 10%;
ბ) 5-დან 10 წლამდე – 20%;
გ) 10-დან 15 წლამდე – 25%;
დ) 15-დან 20 წლამდე – 30%;
ე) 20-დან 25 წლამდე – 35%;
ვ) 25-დან 30 წლამდე – 40%;
ზ) 30 წელზე მეტი – 45%.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები