დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 75 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 11/02/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 16, 14/02/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.003 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/02/2005 - 15/07/2008)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №75
2005 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს შექმნის შესახებ
სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული გარკვეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განკარგვის, განკარგვის ღონისძიებათა კოორდინაციისა და ამ სფეროში არსებული პრობლემების მოწესრიგების მიზნით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საფინანსო სააგენტო.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი).
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ერთ თვეში უზრუნველყოს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს დებულების დამტკიცება;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნა.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) ფინანსთა სამინისტროს წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოსათვის მისი საქმიანობისათვის აუცილებელი ქონების გადაცემა.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები