დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ნოემბრის №529 ბრძანებულებაში, ბრძანებულებით დამტკიცებულ ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებასა და საშტატო განრიგში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 72 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 10/02/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 16, 14/02/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.210.050.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №72
2005 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ნოემბრის №529 ბრძანებულებაში, ბრძანებულებით დამტკიცებულ ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებასა და საშტატო განრიგში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ნოემბრის №529 ბრძანებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №135, 24.11.2004 წ., მე-3 ნაწილი, მუხლი 1203) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მოხელეთა საერთო რიცხოვნობა განისაზღვროს 69 (სამოცდაცხრა) საშტატო ერთეულით.”
2. „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ნოემბრის №529 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა აპარატის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს საფინანსო-სამეურნეო, საკადრო, იურიდიულ, ტექნიკურ და საქმისწარმოების ფუნქციებს. დეპარტამენტი ახორციელებს აპარატში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კონტროლს, ეროვნული უშიშრო-ების საბჭოს სხდომების ორგანიზებას, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი საიდუმლო გრიფის მქონე დოკუმენტების რეგისტრაციას, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში _ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის საკონტროლო დავალებათა შესრულებასა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის საიდუმლო და კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებაზე კონტროლის დაწესებას.”.
3. ბრძანებულებით დამტკიცებული ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საშტატო განრიგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საშტატო განრიგი
| № | თანამდებობა | საშტატო ერთეულის რაოდენობა | თანამდებობრივი სარგო | |
| 2005 წელს | 2006 წლის 1 იანვრიდან | |||
| 1 | საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი | 1 | 950.00 | 2980.00 |
| 2 | ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე | 3 | 800.00 | 2000.00 |
| 3 | ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე | 2 | 450.00 | 680.00 |
| 4 | წამყვანი სპეციალისტი | 1 | 390.00 | 480.00 |
| 5 | სპეციალისტი | 3 | 220.00 | 380.00 |
|
| სულ: | 10 |
|
|
სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი
| № | თანამდებობა | საშტატო ერთეულის რაოდენობა | თანამდებობრივი სარგო | ||||
| 2005 წელს | 2006 წლის 1 იანვრიდან | ||||||
| 1 | დეპარტამენტის დირექტორი | 1 | 700.00 | 1500.00 | |||
| 2 | დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე | 1 | 605.00 | 950.00 | |||
| სამართალდაცვისა და სპეციალურ სამსახურებთან ურთიერთობის განყოფილება | |||||||
| 3 | განყოფილების უფროსი | 1 | 580.00 | 780.00 | |||
| 4 | მთავარი მრჩეველი | 5 | 450.00 | 680.00 | |||
| შიდა კონფლიქტების მოწესრიგების განყოფილება | |||||||
| 5 | განყოფილების უფროსი | 1 | 580.00 | 780.00 | |||
| 6 | მთავარი მრჩეველი | 2 | 450.00 | 680.00 | |||
| ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილება | |||||||
| 8 | განყოფილების უფროსი | 1 | 580.00 | 780.00 | |||
| 9 | მთავარი მრჩეველი | 2 | 450.00 | 680.00 | |||
| ანტიკორუფციული პოლიტიკის განყოფილება | |||||||
| 10 | განყოფილების უფროსი | 1 | 580.00 | 780.00 | |||
| 11 | მთავარი მრჩეველი | 3 | 450.00 | 680.00 | |||
|
| სულ დეპარტამენტში: | 18 |
|
| |||
თავდაცვის განვითარების დეპარტამენტი
| № | თანამდებობა | საშტატო ერთეულის რაოდენობა | თანამდებობრივი სარგო | ||||
| 2005 წელს | 2006 წლის 1 იანვრიდან | ||||||
| 1 | დეპარტამენტის დირექტორი | 1 | 700.00 | 1500.00 | |||
| 2 | დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე | 1 | 605.00 | 950.00 | |||
| თავდაცვის საკითხთა განყოფილება | |||||||
| 3 | განყოფილების უფროსი | 1 | 580.00 | 780.00 | |||
| 4 | მთავარი მრჩეველი | 3 | 450.00 | 680.00 | |||
| სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა განყოფილება | |||||||
| 5 | განყოფილების უფროსი | 1 | 580.00 | 780.00 | |||
| 6 | მთავარი მრჩეველი | 2 | 450.00 | 680.00 | |||
|
| სულ დეპარტამენტში: | 9 |
|
| |||
საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტი
| № | თანამდებობა | საშტატო ერთეულის რაოდენობა | თანამდებობრივი სარგო | |
| 2005 წელს | 2006 წლის 1 იანვრიდან | |||
| 1 | დეპარტამენტის დირექტორი | 1 | 700.00 | 1500.00 |
| 2 | დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე | 1 | 605.00 | 950.00 |
| 3 | მთავარი მრჩეველი | 5 | 450.00 | 680.00 |
|
| სულ დეპარტამენტში: | 7 |
|
|
ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი
| № | თანამდებობა | საშტატო ერთეულის რაოდენობა | თანამდებობრივი სარგო | |
| 2005 წელს | 2006 წლის 1 იანვრიდან | |||
| 1 | დეპარტამენტის დირექტორი | 1 | 700.00 | 1500.00 |
| 2 | დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე | 1 | 605.00 | 950.00 |
| 3 | მთავარი მრჩეველი | 4 | 450.00 | 680.00 |
|
| სულ დეპარტამენტში: | 6 |
|
|
ადმინისტრაციული დეპარტამენტი
| № | თანამდებობა | საშტატო ერთეულის რაოდენობა | თანამდებობრივი სარგო | ||||
| 2005 წელს | 2006 წლის 1 იანვრიდან | ||||||
| 1 | დეპარტამენტის დირექტორი | 1 | 700.00 | 1500.00 | |||
| 2 | დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე | 1 | 605.00 | 950.00 | |||
| საორგანიზაციო, იურიდიულ საკითხთა და კადრების განყოფილება | |||||||
| 3 | განყოფილების უფროსი | 1 | 580.00 | 780.00 | |||
| 4 | მთავარი მრჩეველი | 2 | 450.00 | 680.00 | |||
| 5 | წამყვანი სპეციალისტი | 1 | 390.00 | 480.00 | |||
| 6 | სპეციალისტი | 2 | 220.00 | 380.00 | |||
| საფინანსო-სამეურნეო განყოფილება | |||||||
| 7 | განყოფილების უფროსი | 1 | 580.00 | 780.00 | |||
| 8 | მთავარი სპეციალისტი | 1 | 400.00 | 550.00 | |||
| 9 | წამყვანი სპეციალისტი | 1 | 390.00 | 480.00 | |||
| 10 | ბუღალტერი | 1 | 350.00 | 450.00 | |||
| 11 | მოლარე | 1 | 300.00 | 380.00 | |||
| საქმისწარმოებისა და საიდუმლოების დაცვის განყოფილება | |||||||
| 12 | განყოფილების უფროსი | 1 | 580.00 | 780.00 | |||
| 13 | მთავარი სპეციალისტი | 2 | 400.00 | 550.00 | |||
| 14 | სპეციალისტი | 3 | 220.00 | 380.00 | |||
|
| სულ დეპარტამენტში: | 19 |
|
| |||
|
| სულ აპარატში: | 69 |
|
| |||
4. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები