დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 68 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 08/02/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 09/02/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №68
2005 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულების (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, კრებული №11, 1997 წ., გვ. 37) მე-2 პუნქტში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭო ჩამოყალიბდეს შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი – თავმჯდომარე
ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ედვარდ სურმანიძე – საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე
დავით ამაღლობელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
თემურ ქურხული – ქ. თბილისის პრემიერი
ზვიად არჩუაძე – საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ასოციაციის თავმჯდომარე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები