დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საბიუჯეტო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა სახელმწიფო საატესტაციო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 23 აპრილის №145 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 62 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 07/02/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 09/02/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/09/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 440.020.060.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №62
2005 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბიუჯეტო სამეცნიერო- კვლევით დაწესებულებათა სახელმწიფო საატესტაციო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 23 აპრილის №145 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილებები „საქართველოს საბიუჯეტო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა სა-ხელმწიფო საატესტაციო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 23 აპრილის №145 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №44, მუხ. 382) და პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოს საბიუჯეტო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა სახელმწიფო საატესტაციო კომისია განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს საბიუჯეტო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა სახელმწიფო საატესტაციო კომისია
თამაზ გამყრელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი, საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე
გურამ ხარატიშვილი – კიბერნეტიკის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი, საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
თენგიზ ბერიძე – ს. დურმიშიძის სახელობის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე, აკადემიკოსი, საატესტაციო კომისიის სწავლული მდივანი.
მათემატიკა-საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგობრივი კომისია
ივანე კიღურაძე – ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი, დარგობრივი კომისიის თავმჯდომარე
თენგიზ ბერიძე – ს. დურმიშიძის სახელობის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე, აკადემიკოსი
არნოლდ გეგეჭკორი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის კათედრის გამგე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
დავით კერესელიძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიისა და გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ნოდარ მითაგვარია – ივ. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ავთანდილ ოქროსცვარიძე – ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიური ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
შოთა სამსონია – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრის გამგე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი
რომან შაქარიშვილი – თბილისის სამედიცინო აკადემიის რექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ალექსანდრე ხარაზიშვილი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
კოხტა ჯაფარიძე – კიბერნეტიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე, აკადემიკოსი
გიორგი ჯაფარიძე – ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგობრივი კომისია
ზაზა ალექსიძე – კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, დარგობრივი კომისიის თავმჯდომარე
ამირან არაბული – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
მამუკა ბიჭაშვილი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტის თეორიული ფილოსოფიის კათედრის პროფესორი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი
ოთარ გამყრელიძე – სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სისხლის სამართლისა და პროცესის განყოფილების გამგე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
როლანდ თოფჩიშვილი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი კონსულტანტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
დარეჯან კაჭარავა – არმენოლოგიური ცენტრის კლასიკური არმენოლოგიის განყოფილების გამგე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
დავით ლორთქიფანიძე – საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ავთანდილ სილაგაძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი
თედო უთურგაიძე – არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი კონსულტანტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
მარინე ჯიქია – გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის აღმოსავლურ ენათა ტიპოლოგიის განყოფილების გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
შოთა ნადირაშვილი – დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი
რისმაგ გორდეზიანი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი
გუჩა კვარაცხელია – არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი
დავით მუსხელიშვილი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი.
გამოყენებითი მეცნიერების დარგობრივი კომისია
ავთანდილ კორახაშვილი – სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის საკვებწარმოების და სამკურნალო მცენარეების კათედრის გამგე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დარგობრივი კომისიის თავმჯდომარე
ალექსანდრე დიდებულიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი
სეირან მაზმიშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრობლემური ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი
გურამ ალექსიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მთავარი სწავლული მდივანი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
მიხეილ გედევანიშვილი – ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
თენგიზ მაგრაქველიძე – ა. ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის განყოფილების გამგე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი
ლეონ მახარაძე – გ. წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ჯემალ მოსია – ფ. თავაძის სახელობის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის კაზმის მომზადებისა და ფეროშენადნობების ლაბორატორიის გამგე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი
გია ქაჯაია – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის კათედრის გამგე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ლალი ღოღელიანი – საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროსაინჟინრო ფაკულტეტის დეკანი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
გელა ყიფიანი – საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების სამმართველოს უფროსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები