დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ვადამდე დათხოვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 დეკემბრის №639 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 12/01/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 3, 13/01/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 1220.260.020.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №10
2005 წლის 12 იანვარი
ქ. თბილისი
„სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ვადამდე დათხოვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 დეკემბრის №639 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ვადამდე დათხოვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 დეკემბრის №639 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ საქართველოს სამხედრო ძალებში მიმდინარე რეფორმების გათვალისწინებით, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ვადამდე იქნენ დათხოვნილი სამხედრო ძალებიდან რეზერვში ჩარიცხვით:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარში (თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემული ქვედანაყოფები) და შეიარაღებულ ძალებში 2003 წლის საგაზაფხულო, საშემოდგომო და 2004 წლის საგაზაფხულო გაწვევაზე გაწვეული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში 2003 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევაზე გაწვეული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები