დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციისათვის ქ. ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩის გასწვრივ არსებული 1 ჰა მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 11/01/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 2, 11/01/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 460.080.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №6
2005 წლის 11 იანვარი
ქ. თბილისი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციისათვის ქ. ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩის გასწვრივ არსებული 1 ჰა მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ
1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ქ. ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩის გასწვრივ არსებული 1 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციას თანამედროვე სპორტული მოედნების მოწყობისათვის.
2. ადგილზე მიწის გამიჯვნა განხორციელდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის №65 ბრძანების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები