“საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
“საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 06/01/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 10/01/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 30/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.320.000.08.002.003
  • Word
1
06/01/2005
სსმ, 1, 10/01/2005
010.320.000.08.002.003
“საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1

2005 წლის 6 იანვარი

 ქ. თბილისი

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №78, მუხლი 555) დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს ცვლილება და IX თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი IX. შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო თანამდებობები

    მუხლი 31. მთავარი საჯარო თანამდებობა

ა) მინისტრის პირველი მოადგილე;

ბ) მინისტრის მოადგილე.

    მუხლი 32. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი;

ბ) სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

გ) სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსი;

დ) სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ე) სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი;

ვ) სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ზ) სამინისტროს სამმართველოს უფროსი;

თ) სამინისტროს სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ი) სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი;

კ) სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ლ) სამინისტროს სამსახურის უფროსი;

მ) სამინისტროს სამსახურის უფროსის მოადგილე;

ნ) სამინისტროს დეპარტამენტის სამსახურის უფროსი;

ო) სამინისტროს დეპარტამენტის სამსახურის უფროსის მოადგილე;

პ) სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსი;

ჟ) სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსის მოადგილე;

რ) სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამსახურის უფროსი;

ს) სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამსახურის უფროსის მოადგილე;

ტ) სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს სამსახურის უფროსი;

უ) სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს სამსახურის უფროსის მოადგილე;

ფ) სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს სამსახურის უფროსი;

ქ) სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს სამსახურის უფროსის მოადგილე.

    მუხლი 33. უფროსი საჯარო თანამდებობა

ა) სამინისტროს დეპარტამენტის განყოფილების უფროსი;

ბ) სამინისტროს დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილე;

გ) სამინისტროს მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი;

დ) სამინისტროს მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე;

ე) სამინისტროს სამმართველოს განყოფილების უფროსი;

ვ) სამინისტროს სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე;

ზ) სამინისტროს სამსახურის განყოფილების უფროსი;

თ) სამინისტროს სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილე;

ი) სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი;

თ) სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე;

ი) სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს განყოფილების უფროსი;

კ) სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე;

ლ) სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამსახურის განყოფილების უფროსი;

მ) სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილე;

ნ) სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსი;

ო) სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე;

პ) სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს სამსახურის განყოფილების უფროსი;

ჟ) სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილე.

    მუხლი 34. უმცროსი საჯარო თანამდებობა

ა) სამინისტროს ქვეგანყოფილების უფროსი;

ბ) სამინისტროს ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე;

გ) სამინისტროს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი;

დ) სამინისტროს ოპერატიული თანამშრომელი;

ე) სამინისტროს თანამშრომელი;

ვ) სამინისტროს უმცროსი თანამშრომელი.“.

მ. სააკაშვილი