დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 224 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 155, 21/12/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 00.00.0.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/12/2009 - 22/12/2009)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №224
2009 წლის 15 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხლი 460) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სტრუქტურულ ქვედანაყოფებს:
ა.ა) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);
ა.ბ) გენერალური ინსპექცია;
ა.გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ა.დ) ეკონომიკური დეპარტამენტი;
ა.ე) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სტატისტიკურ-ანალიტიკური დეპარტამენტი;
ა.ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
ა.ზ) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი;
ა.თ) ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი;“.
2. 41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 41. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია
1. ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანებია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;
ბ) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება;
გ) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;
დ) საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
ე) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;
ზ) სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაფორმება ნამსახურობის მიხედვით;
თ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციულ საკითხთა უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება, აგრეთვე, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
კ) სამინისტროში მოსამსახურეთა რეზერვის ფორმირება და მისი მიზნობრივი გამოყენება;
ლ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი, სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის ბრძანებათა რეესტრის წარმოება;
ნ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ო) სამინისტროს საქმიანობის გეგმის შედგენის კოორდინაცია;
პ) საზოგადოებრივი საბჭოს სხდომების ორგანიზება;
ჟ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქმიანობის კოორდინაცია;
რ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ურთიერთობის კოორდინაცია;
ს) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების სამინისტროში სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების მომზადება;
ტ) სამინისტროს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შემუშავება;
უ) სამინისტროს თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის შემუშავების კოორდინაცია და სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ფ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების ხელმძღვანელების სამინისტროში კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციისათვის წარდგენილი დოკუმენტების მომზადება;
ქ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
ღ) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის არსებული წესის თანახმად;
ყ) სამინისტროს მისაღების ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
შ) სამინისტროს მისაღების (საშვთა ბიუროს) მუშაობის უზრუნველყოფა.
2. გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემაში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;
ბ) სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
გ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების განხორციელება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;
დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლი;
ე) მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების, თანამშრომელთა შუამდგომლობების, აგრეთვე, სამინისტროს სისტემაში არსებულ ადმინისტრაციულ და ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის განხილვა, შემოწმება და შედეგების მინისტრისათვის წარდგენა.
3. სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელშეწყობა;
ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
დ) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;
ვ) სამინისტროში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება და სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;
ზ) სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა;
თ) მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სხვა სამართლებრივი ხასიათის ამოცანების შესრულება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;
ი) საქართველოს სახელმწიფო ენის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელება და შესრულების კონტროლი;
კ) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების/ ხელშეკრულებების შემუშავება და შესრულების ხელშეწყობა;
ლ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან, აგრეთვე, სხვა უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკ-რულებების პროექტების შესახებ სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
მ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ნ) საგანმანათლებლო დაწესებულებათა საქმიანობის ლიცენზიის გაცემასთან, გაუქმებასა და ცვლილებებთან დაკავშირებულ მოქმედებათა განხორციელება;
ო) უწყებრივი სალიცენზიო რეესტრისა და სალიცენზიო პირობების შემოწმების აქტების რეესტრის წარმოება;
პ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ლიცენზირებული დაწესებულებების მიერ სალიცენ-ზიო პირობების შესრულების კონტროლი;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება და ლეგალიზაცია;
რ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება;
ს) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმება.
4. ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური, ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, აგრეთვე, სამინისტროს ბალანსზე არსებული ქონების აღრიცხვა;
ბ) საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ხარჯთა ნუსხის შედგენა;
გ) სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
დ) სამინისტროსათვის საჭირო საბუღალტრო აღრიცხვა, სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების ფინანსური ანგარიშგების შემოწმება და ბალანსის შედგენა;
ე) სამინისტროს შესყიდვების განხორციელება;
ვ) სამინისტროს შენობა-ნაგებობათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-განახლება.
5. ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სტატისტიკურ-ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს საინფორმაციო საჭიროებებიდან გამომდინარე სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველ-ყოფა;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექ-ტორებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერების, რექტორების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელების რეესტრების წარმოება;
გ) ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა, მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების რეესტრის, აგრეთვე, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრების წარმოება;
დ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტბრუნვის ორგანიზება და კონტროლი;
ე) იმ პირთა აღრიცხვა, რომელთაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშეწყობისათვის ან ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის ჩამოერთვათ პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
ვ) განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შედეგების კვლევის დაგეგმვა;
ზ) განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შედეგების უშუალოდ ან მესამე პირების მეშვეობით კვლევა;
თ) განათლების სისტემის ძირითადი ინდიკატორების შემუშავება;
ი) თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დამუშავებისათვის საჭირო პირობების შექმნა;
კ) სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით სამინისტროს გამართული ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა.
6. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;
ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება;
გ) მასმედიასთან ურთიერთობა პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, სამინისტროს საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება;
დ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, მათ შორის, სამინისტროს საქმიანობის ამსახველი საგამომცემლო მასალის მომზადება;
ე) სამინისტროს ვებგვერდის განახლება;
ვ) მინისტრის სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის, აგრეთვე, უცხო ქვეყნებთან კავშირის კოორდინაცია.
7. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სტუდენტთა და მეცნიერთა სოციალური ხელშეწყობის პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;
ბ) უცხო ქვეყნების მოქალაქეებისა და სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტების გაცემის პროცესის ორგანიზება;
გ) სისტემის სრულყოფის მიზნით უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების შესახებ წინადადებათა მომზადება;
დ) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მობილურობისა და სხვა ორგანიზაციულ საკითხთა უზრუნველყოფა;
ე) საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისა და მასში შემავალი ინსტიტუტების ევროპისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგ-რაციისათვის ხელშეწყობა, მათ შორის, „ბოლონიის პროცესის“ ფარგლებში საბიუჯეტო და არასაბიუ-ჯეტო პროექტების/ინიციატივების დაგეგმვა, შესრულება და კოორდინაცია;
ვ) მეცნიერების განვითარების ინსტიტუციური რეგულირება;
ზ) მეცნიერების დაფინანსების შესახებ წინადადებე-ბის მომზადება;
თ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი;
ი) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციისა და მდგრადი განვითარების გეგმების შემუშავება;
კ) ახალგაზრდობის მეცნიერების სფეროში ჩაბმის მიზნით უმაღლესი განათლების სისტემის ორგანიზებისა და განვითარების შესახებ წინადადებების მომზადება.
8. ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) პროფესიული სტანდარტების რეგისტრაციაში გატარება;
ბ) თითოეული სახელობო პროფესიისა და კვალიფიკაციისათვის საატესტაციო ორგანოთა შერჩევის წესის პროექტის მომზადება;
გ) პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს პროექტის მომზადება;
დ) საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენი რეგულირებად პროფესიათა ნუსხის, აგრეთვე, ამ რეგულირებადი პროფესიით საქმიანობის უფლების მინიჭებისა და განახლებისათვის აუცილებელი პირობებისა და მათი შესრულების წესის თაობაზე წინა-დადებების შემუშავება ან ამ დოკუმენტებზე საქართველოს მთავრობისათვის დასკვნის მომზადება;
ე) სახელობო პროფესიათა საინფორმაციო ბანკის წარმოება;
ვ) სახელობო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ინსტიტუციური, მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ზ) დაინტერესებული პირების მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული იმ ქვეყნების პროფესიული სტანდარტების თარგმნა, რომელთა მიხედვითაც დაინტერესებულმა პირმა უნდა შექმნას პროფესიული სტანდარტი;
თ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, სკოლამდელი, ზოგადი და პროფესიული განათლების მართვის სფეროში ეროვნული და რეგიონული პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია;
ი) ეროვნულ უმცირესობათა ენების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
კ) სკოლამდელ აღზრდასთან/სწავლებასთან და სასკოლო ინიციატივებთან დაკავშირებული, ასევე, სამოქალაქო ინტეგრაციაზე ორიენტირებული და საერთაშორისო პროგრამების შემუშავება, განხორციელება;
ლ) ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით სახელმწიფო ენის სწავლების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება, განხორციელება;
მ) განათლების მართვის ინფორმაციული სისტემების დანერგვის ხელშემწყობი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება, განხორციელება;
ნ) ამ პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროგრამებისა და პროექტების ფარგლებში ღია კონკურსის საფუძველზე გრანტების გაცემა და გაცემული გრანტების განხორციელებისათვის კონტროლის დაწესება;
ო) მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარების გადაცემის უზრუნველყოფა;
პ) ქართული ინფორმაციული ვებრესურსების შექმნა.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები