დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო ორგანოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №246 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 146 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/05/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 56, 20/05/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №146
2010 წლის 18 მაისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო ორგანოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №246 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო ორგანოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №246 დადგენილებით (სსმ III, 2009 წელი, №159, მუხლი 1940) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. სახელმწიფო ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემისას საჯარო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ნაკისრი ვალდებულებები და ქონების სარგებლობის უფლებით გამცემის მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მას ინფორმაცია მათი შესრულების თაობაზე.“;
ბ) მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 მუხლი:
„მუხლი 10. გარდამავალი დებულება
ამ წესის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა ასევე ვრცელდება იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, რომელთაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადაეცათ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები