„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №247 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 145
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/05/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 56, 20/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
145
18/05/2010
სსმ, 56, 20/05/2010
000000000.00(0).000.000000
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №247 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №145

2010 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №247 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ საქართვე­­ლოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სა­ხელ­­­მწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლო­ბაში გადაცემისას კონკურსის ჩატარების წესის დამტკი­ცების შესახებ საქართვე­ლოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემ­ბრის №247 დადგე­ნი­ლებით (სსმ III, 2009 წელი, №159, მუხ. 1941) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს დამატება და მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 მუხლი:

     „მუხლი 9. გარდამავალი დებულება

ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწი­ნებული მოთხოვნა, ასევე ვრცელდება იმ პირებსა და საერთა­შორისო ორგანიზაციებზე, რომელთაც კონკურსის ფორმით ქო­ნება სარგებლობის უფლებით გადაეცათ ამ დადგენილების ძა­ლაში შესვლამდე..

მუხლი 2.

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნე­ბის­თა­ნავე.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური