„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 144
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/05/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 56, 20/05/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
144
18/05/2010
სსმ, 56, 20/05/2010
000000000.00.000.000000
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრ,ობის

 დადგენილება №144

2010 წლის 18 მაისი

 ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქარ­თვე­ლოს ეკო­ნომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამ­ტკი­ცე­ბის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექ­­ტემ­ბრის №77 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №99, მუხლი 849) დამ­ტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლე­­ბები:

1. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩა­­მო­ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) ეროვნული საფოსტო საგადახდო ნიშნების (მარკები, მარ­კირებული კონვერტები და მარკირებული ღია ბარათები) კა­ნონ­­მდებლობით დადგენილი წესით გამოცემა;“.

2. დებულების მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­­­დეგი რედაქციით:

„გ) კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტი;“.

3. დებულების მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­­დეგი რედაქციით:

„გ) კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტი – ელექტრონული კომუ­ნი­კა­ცი­ე­ბის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის, ასევე სა­მეც­ნი­­ერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში სახელმწიფო პო­ლი­ტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებასა და გან­ხორ­ცი­ელებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ქვეყანაში ექს­პორტზე ორიენტირებული სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინო­ვა­ცი­ებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტების გა­ჩე­ნის ხელშეწყობისათვის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური პრო­დუქ­­ტების კომერციალიზაციის ხელშეწყობისათვის სახელმწიფო პო­ლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და შესაბამისი სა­კა­ნონ­­მდებლო-ნორმატიული ბაზის განსაზღვრა და მონიტორინგი, ამ მიმართულებით მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრა­ტე­გი­ისა და პრიორიტეტის განსაზღვრა და მათზე დაფუძნებული პრო­გ­რამების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი; ელ­­ექ­ტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ფოსტის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფე­­როს განვითარებისა და სრულყოფის სტრატეგიის, პროგ­რა­მე­­ბის შემუშავება და კანონით დადგენილი წესით დამტკიცების შემ­­დეგ მათ განხორციელებაში მონაწილეობა; ქვეყანაში სა­ინ­ფორ­­მაციო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარების პო­­ლიტიკის შემუშავება და მის განხორციელებაში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა; საქართველოს ელექტრონული ხელისუფლების კონცეფციის, სტრა­­ტეგიული გეგმისა და პროგრამის შემუშავება სახელმწიფო მმარ­­თველობის სრულყოფისათვის, ინოვაციების, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ბაზაზე; კი­­ბერ და საინფორმაციო უსაფრთხოების პოლიტიკის შემუ­შა­ვე­ბა­­ში მონაწილეობა და მონიტორინგი; ელექტრონული კომუნი­კა­ცი­­ების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის, ასევე სა­მეც­­ნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში ნორმატიული აქ­­ტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; სათანადო ღო­­­­ნისძიებათა შემუშავება ქვეყნის ელექტრონული                             კომუ­ნი­კა­ცი­ებისა და ფოსტის ქსელების მსოფლიო ელექტრონული კომუნიკა­ცი­­ე­ბისა და ფოსტის გლობალურ ქსელებში ინტეგრირების მიზ­ნით; ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციებისა და სა­ინ­­ფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტების სათანადო ღო­ნის­ძი­ე­­ბათა შემუშავება ლოკალურ და გლობალურ ბაზრებზე დამ­კვიდ­რების ხელშეწყობისათვის; ქვეყნის ელექტრო­კომუ­ნიკა­ცი­ე­ბი­­სა და ფოსტის ქსელებში მოწინავე ტექნიკისა და ტექნო­ლო­გი­­ების, ტექნიკური ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა; ქვე­ყა­ნა­­ში ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის ქსელებისა და საშ­უალებების, ინფორმატიზაციის განვითარების, სრულ­ყო­ფი­სა და ფუნქციონირების კოორდინაცია; საგანგებო ან/და სა­ო­მა­რი მდგო­მარეობის დროს, მათ შორის კიბერ ან/და სა­ინ­ფორ­­მა­ციო შე­ტევების პერიოდში საერთო სარგებლობის ელექ­ტრო­­ნუ­ლი კო­მუ­ნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიური და ფოს­­ტის ქსე­ლე­ბისა და საშუალებათა ფუნქციონირების კოორ­დი­­ნა­ცია კა­ნონ­მდებლობით დადგენილი წესით, მიუხედავად მათი სა­კუთ­­რე­ბის ფორმისა; საფოსტო საგადახდო ნიშნების (მარკები, მარ­კირებული კონვერტები და მარ­კი­რე­ბული ღია ბარათები) გა­მო­­ცე­მი­სა და გავრცელების ორგანიზება; იმ გზავნილებათა ნუს­ხის მომ­ზა­დება, რომელთა სახელმწიფოში შემოტანა ან სახელ­მწი­ფოდან გა­ტანა საფოსტო კავშირის ქსელებით აკრძალული ან შეზღუდუ­ლია; ელექტრონული კომუნიკაციების, საინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გიებისა და ფოსტის, ასევე სამეცნიერო-ტექ­ნო­ლო­გი­ური ინო­ვა­ციების სფეროების ტექნიკური და ეკონომიკური ანა­ლიზი, მა­თი შემდგომი განვითარების პროგნოზირება; ნუ­მე­რა­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა; ელექ­ტ­რო­­ნული კო­მუ­ნიკაციებისა და ფოსტის სფეროში სტანდარტების ჩა­მო­ნათ­ვა­ლის შედგენასა და მის განხორციელებაში მონა­წი­ლე­ო­ბა; გე­ო­­სტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს პოზიციების გა­მო­­ყე­ნე­ბის, რადიოელექტრონულ საშუალებათა ელექტრო­მაგ­ნი­ტური შე­თავსებადობის ტექნიკური პოლიტიკის შემუშავებაში მო­­ნა­წი­ლ­ე­ობა; ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნების კავშირ­გაბ­მუ­ლო­ბისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ადმინის­ტრა­ცი­ებ­თან თანა­მშრო­მლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით; სა­ინ­­ფორ­მა­ციო და საკომუნიკაციო ბაზრის ლიბერალიზაციის, შე­სა­ბამისი საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შემუშავება; ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი სერვისების, ელექტრონული კომერციის, ინტერ­ნეტ­­კონ­ტენ­ტის მიმართულებით შესაბამისი საკანონმდებლო-ნორ­მა­ტიული ბა­ზის, განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელ­ვა­დი­ანი სტრა­ტეგიისა და პრიორიტეტის განსაზღვრა და მათზე და­­ფუძ­ნე­ბუ­ლი პროგრამების შემუშავება, განხორციელება, ამ პრო­ცესის შეს­წავლა და ანალიზი;“.

    მუხლი 2.

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                        ნ. გილაური