„საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 ნოემბრის №252 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 136
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/05/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 54, 13/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
136
11/05/2010
სსმ, 54, 13/05/2010
000000000.00.00.000000
„საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 ნოემბრის №252 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №136

2010 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 ნოემბრის №252 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართვე­ლოში გან­საკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმო­ჩენის, ეპიდ­­ზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბო­რატო­რიუ­ლი სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭოს შექმ­ნისა და დე­ბუ­­ლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2007 წლის 15 ნოემბრის №252 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წელი, №164, მუხ­­ლი 1804) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამა­ტებე­ბი:

1. დადგენილების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყა­ლი­ბ­დეს ახალი რე­დაქციით:

„ბ) შეიქმნას საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინ­ფექ­ციების გამომწვევ­თა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეა­გირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკო­ორ­დინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემად­გენ­ლო­ბით:

დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს რეგიონული განვი­თა­რე­ბისა და ინფრასტრუქტურის მი­ნის­ტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, საბჭოს თავმჯდომა­რის მო­ად­გილე

ნიკოლოზ ვაშაკიძე – საქართველოს თავდაცვის მინის­ტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მო­ადგილე

ბაკურ კვეზერელი – საქართველოს სოფლის მეურნეო­ბის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომა­რის მო­ად­გილე

ალექსანდრე კვიტაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლო­ბისა და სოციალური დაცვის მინის­ტრი, საბჭოს თავმჯდომა­რის მოად­გი­ლე

გრიგოლ გობეჯიშვილი – საქართველოს ეკონომიკური გან­ვი­­თა­რების მინისტრის პირველი მო­­ად­­გილე

ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს მთავრობის კანცე­ლა­რი­­ის მმართველობისა და ეკო­ნო­მიკურ საკითხებში მრჩეველ­თა ჯგუ­ფის (სამ­სა­ხური) უფროსი, პრე­მიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი

გიორგი ლორთქიფანიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მი­ნისტრის მოადგილე

გოჩა მამაცაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინის­ტრის პირველი მოადგილე

პაპუნა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინის­ტრის პირველი მოადგილე

ნოდარ სურგულაძე – საქართველოს განათლებისა და მეც­ნიერების მინისტრის მოადგილე

ანა ჟვანია – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, ცენტრალური საცნობარო ლაბორატორიის დირექტორი, საბჭოს მდივანი

ნიკოლოზ ფრუიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლო­ბისა და სოციალური დაცვის მინის­ტრის მოადგილე

ელენე ხოშტარია – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქ­­­­ტურებში ინტეგრაციის საკითხებ­ში საქართველოს სახელ­მწი­ფო მი­ნისტრის მოად­გილე;“.

2. დადგენილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინა­არ­სის „გ“ ქვე­პუნქ­­ტი:

„გ) საბჭოს თავმჯდომარეობა ეთხოვოს საქართველოს პრე­ზი­დენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვ­­ნუ­­ლი უშიშროების საბჭოს მდივანს ეკა ტყეშელაშვილს.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხ­ლის “ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახა­ლი რედაქციით:

“ა) ცენტრალური საცნობარო ლაბორატორიის საქმიანობის დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების მონიტორინგი;“.

4. დებულების მე-2 მუხლის “ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის “თ“ ქვეპუნქტი:

“თ) საბჭოს მიერ განსაზღვრული პირების ქვეყნის უსაფრ­თხოე­ბასთან დაკავშირებული სტრატეგიული დოკუმენტების მომ­ზა­­დე­ბაში მონაწილეობა.“.

6. დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

“4. საბჭოს თავმჯდომარეს ჰყავს ოთხი მოადგილე, რომელთა­გან ერთ-ერთი, საბჭოს თავმჯდომარის არყოფნისას, მასთან შე­თან­ხ­მებით ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს.“.

7. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

     „მუხლი 31

სამუშაო ჯგუფები და დამოუკიდებელი სპეცია­ლის­­ტები

1. საბჭო, ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების ეფექ­ტიანად განხორციელების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, ქმნის სამუშაო ჯგუფებს.

2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქ­ნენ როგორც სახელმწიფო დაწესებულებათა და შესაბამის სფე­რო­ში საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირების წარ­­მომადგენლები, ისე მეცნიერები, ექსპერტები და სათანადო კომ­­პეტენციის მქონე სხვა პირები, მათ შორის, უცხო ქვეყნის მო­ქა­­­ლაქეები.

3. საბჭო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მის კომ­პეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რე­კო­მენ­დაციების შემუშავების მიზნით დამოუკიდებელ სპეცია­ლის­­ტე­ბად მოიწვიოს სათანადო კომპეტენციისა და გამოც­დი­ლე­ბის მქონე პირები.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური