„სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნის, სამუშაო დროისა და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 22 დეკემბრის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 49
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40, 23/03/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 18/02/2010
სარეგისტრაციო კოდი 200.210.000.10.003.000.688
  • Word
49
13/03/2007
სსმ, 40, 23/03/2007
200.210.000.10.003.000.688
„სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნის, სამუშაო დროისა და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 22 დეკემბრის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №49

2007 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

„სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნის, სამუშაო დროისა და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 22 დეკემბრის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნის, სამუშაო დროისა და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 22 დეკემბრის №242 დადგენილებაში (სსმ III, 2006 წელი, №172, მუხლი 2316) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასაზღვრო საბაჟო ორგანოების – საბაჟო გამშვები პუნქტებისა (წილეთი ხიდი, სადახლო, გარდაბანი, ახკერპი, გუგუთი, მტკვარი, ლაგოდეხი, სამთაწყარო, ყაზბეგი, ვალე, ნინოწმინდა, სარფი, ბათუმის, ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები) და საბაჟო საგუშაგოების (თბილისის აეროპორტი, ბათუმის პორტი, ფოთის პორტი) სამუშაო დრო განისაზღვროს 00.00 საათიდან 24.00 საათამდე ჩათვლით.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 აპრილიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი