საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1406
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/05/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 21-22, 14/06/1998
სარეგისტრაციო კოდი 230.140.010.05.001.000.362
  • Word
1406
29/05/1998
პარლამენტის უწყებანი, 21-22, 14/06/1998
230.140.010.05.001.000.362
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, 24 ივლისი, 1997, №32):

ა) 47-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი” ქვეპუნქტი:

„ი. საქართველოს არარეზიდენტების მიერ დაფუძნებული იმ სანაოსნო (გემთმფლობელი) საწარმოების მიერ მიღებული მოგება, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე არ ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას და რომელთა გემებიც (გემიც) დაცურავენ საქართველოს სახელმწიფო ალმით”.

ბ) 101-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ1” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ1. საქართველოს არარეზიდენტების მიერ დაფუძნებული იმ სანაოსნო (გემთმფლობელი) საწარმოების მიერ სამუშაოების შესრულება ან მომსახურების გაწევა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე არ ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას და რომელთა გემებიც (გემიც) დაცურავენ საქართველოს სახელმწიფო ალმით.”

გ) 143-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ” ქვეპუნქტი:

„თ. საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული და საქართველოს სახელმწიფო ალმით მცურავი გემები”.

2. “საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ” საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8. 04. 1998) მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ” ქვეპუნქტი:

„რ) საქართველოს სახელმწიფო ალმით მცურავი გემები”.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 29 მაისი.

№1406–IIს