დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1403 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/05/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 21-22, 14/06/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 280.090.060.05.001.000.361 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად
აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებებისა და
დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „საქართველოს ტერიტორიაზე” შეიცვალოს სიტყვებით „ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე“.
2. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირს, რომელიც იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილას, გადასახლებაში, გასახლებაში, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სპეციალურ დასახლებაში, მიუხედავად ასაკისა, შრომის სტაჟისა, დასაქმებისა, აგრეთვე გარდაცვლილი რეპრესირებულის შრომისუუნარო მეუღლეს, მშობელსა და შვილს (ნაშვილებს), მიუხედავად დასაქმებისა, მიეცემა ყოველთვიური პენსია, რომლის ოდენობას და გაცემის წესს ადგენს კანონი.“.
3. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიების ფინანსური უზრუნველყოფა ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.“.
4. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-4 პუნქტი ჩაითვალოს მე-3 პუნქტად და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის შრომისუუნარო შვილის (ნაშვილების) მიმართ ამოქმედდეს 1999 წლის 1 ივლისიდან.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 29 მაისი.
№1403_IIს
დოკუმენტის კომენტარები