დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში" დამატების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1385 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/05/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/05/1998 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.000.356 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი №32, 1997 წლის 24 ივლისი) 273-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 28-ე ნაწილი:
„28. 2000 წლის 1 იანვრამდე დღგ-ის განაკვეთი პურის, მაკარონის პროდუქციისა და საქართველოში ხორბლისაგან წარმოებული ფქვილის მიწოდებისას შეადგენს დასაბეგრი ბრუნვის 7 პროცენტს. ამასთან, პურის, მაკარონის პროდუქციისა და ფქვილის წარმოებისას ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ საქონელზე, სამუშაოსა და მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლა განხორციელდეს 7-პროცენტიანი განაკვეთის ოდენობით”.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 13 მაისი.
დოკუმენტის კომენტარები