დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1369 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 01/05/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/05/1998 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.000.353 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997წლის 24 ივლისი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-6 მუხლის:
ა. მე-2 ნაწილის „მ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ. გადასახადი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და ზენორმატიული დატვირთვისათვის”;
ბ. მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. აკრძალულია ინდივიდუალური საგადასახადო შეღავათების დაწესება ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის.”.
2. მე-17 მუხლის პირველ ნაწილსა და მე-19 მუხლის მე-4 ნაწილში სიტყვები „სამეწარმეო საქმიანობას“ შეიცვალოს სიტყვებით „ეკონომიკურ საქმიანობას“.
3. 29-ე მუხლის მე-18 პუნქტის „დ” ქვეპუნქტში სიტყვები „ვალების ჩამოწერითა” შეიცვალოს სიტყვებით „ვალების ჩამოწერის შედეგად ვალდებულებების გაუქმებითა”.
4. 43-ე მუხლის პირველი ნაწილის:
ა. „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა. არარეზიდენტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ დაწესებულებებში დაქირავებით მიღებული შემოსავლები;”;
ბ. „ბ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს და „გ”, „დ”, „ე”, „ვ”, „ზ”, „თ”, „ი” ქვეპუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს „ბ”, „გ”, „დ”, „ე”, „ვ”, „ზ”, „თ” ქვეპუნქტებად.
5. 44-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „საწარმოს“.
6. 49-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. არ დაიშვება გართობაზე გაწეული ხარჯების გამოქვითვა. წარმომადგენლობითი ხარჯები გამოიქვითება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი ნორმების მიხედვით".
7. 54-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი:
„10. გადამხდელებს უფლება აქვთ გამოიყენონ დაჩქარებული ამორტიზაციის ნორმა მხოლოდ მეორე და მესამე ჯგუფის ძირითადი საშუალებების მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნორმების ორმაგი ოდენობისა”.
8. 81-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „გარდა იმ ხარჯებისა, რომელთა მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს აქვს გამოქვითვის უფლება”.
9. 89-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვების „25 პროცენტის ოდენობით" შემდეგ დაემატოს სიტყვები „რომლის დაზუსტება ხდება საგადასახადო წლის გასული კვარტალის შედეგების მიხედვით”.
10. 91-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „იურიდიული პირების”, ხოლო სიტყვა „მათი” შეიცვალოს სიტყვებით „საწარმოსა და ფილიალების”.
11. 92-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი:
„სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი პირებისათვის დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციისათვის დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა ამ პროდუქციის მიწოდებისას შეადგენს 20 000 ლარს. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელად ითვლება პირი, რომლის მიერ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდება შეადგენს მისი საერთო ბრუნვის არანაკლებ 50 პროცენტს“.
12. 101-ე მუხლის პირველი ნაწილის:
ა. „ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ. ბინის ქირა, უძრავი ქონების მიწოდება, გარდა ახლად აშენებული საცხოვრებელი შენობისა, აგრეთვე იურიდიული პირის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ძირითადი საშუალებების მიწოდება (ახლად აშენებულად ითვლება საცხოვრებელი შენობა აშენებიდან ორი წლის განმავლობაში);
ბ. „ი” ქვეპუნქტში სიტყვების „მოვლა-პატრონობის მომსახურება” შემდეგ დაემატოს სიტყვები „და ორგანიზებულად ჩასახლების ადგილებში ლტოლვილთა და დევნილთა მომსახურების მიწოდება”;
გ. „ლ” ქვეპუნქტში სიტყვების „იოდირებული მარილის” შემდეგ დაემატოს სიტყვები „რენტგენის ფირების, ინსულინის შპრიცების (ნემსების), სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების";
დ. „რ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ. თეატრალური და საცირკო წარმოდგენების, სიმფონიური მუსიკის კონცერტების, კინოფილმების, სპორტული სანახაობების, მუზეუმების ბილეთების ბეჭდვა და მიწოდება, აგრეთვე კინოფილმების წარმოებასთან უშუალოდ დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების, საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი ტურისტების შემოყვანაზე და მათთვის ქვეყნის შიგნით ტურ-ოპერატორული მომსახურების მიწოდება”;
ე. „ტ” ქვეპუნქტში სიტყვის „ჟურნალ-გაზეთების” შემდეგ დაემატოს სიტყვები „მხატრული ლიტერატურის”;
ვ. „შ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შ. ხორბლის იმპორტი და/ან მიწოდება”;
ზ. „ც” ქვეპუნქტს სიტყვის „ნაწილების” შემდეგ დაემატოს სიტყვები:
„აგრეთვე, მძიმეწონიანი სატვირთო ავტომობილების, მისაბმელების და ნახევრადმისაბმელების (კოდი 870423910; 870423990; 871640000), სამგზავრო ავტობუსების (კოდი 8702), მცურავი საშუალებების (კოდი 890400; 8905), საჰაერო ხომალდების (კოდი 8802; 8803), ხის განძელის (კოდი 440610000; 440690000), რელსების (კოდი 730210310), სარადარო, კავშირგაბმულობის და სანავიგაციო აღჭურვილობის (კოდი 8525 10 100; 8525 10 900; 8525 20; 8525 20 100, 8525 20 900; 8526; 8531)”;
თ. „ძ” ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი:
„საქონლის, სამუშაოსა და მომსახურების მიწოდება, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიის წევრების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის”;
ი. „ჭ” ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი:
„საქონლის საერთაშორისო გადაზიდვებთან და მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანასთან (გარდა საავიაციო ტრანსპორტით ტვირთების და მგზავრთა გადაყვანისა) უშუალოდ დაკავშირებული სატრანსპორტო და სხვა მომსახურების გაწევა ან სამუშაოს შესრულება, სატვირთო ოპერაციები, ნავსადგურებში აგენტირება”;
კ. „ჰ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ. მაზუთის, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის იმპორტი”.
13. 102-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „აგრეთვე ხორბლის იმპორტი”.
14. 103-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 103. საერთაშორისო გადაზიდვების დაბეგვრა
„საავიაციო ტრანსპორტით მგზავრთა და ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვებთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე საერთაშორისო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებული საავიაციო საწვავი, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებები იბეგრება ნულოვანი განაკვეთით”.
15. 115-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან მიწოდებიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში.“.
16. 116-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტში ციფრები „20” შეიცვალოს ციფრებით „15”.
17. 119-ე მუხლის:
ა. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 119. დღგ-ის ანაზღაურება გრანტებით შეძენილ საქონელზე”
ბ. მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს და მე-3 ნაწილი ჩაითვალოს მე-2 ნაწილად.
18. 125-ე მუხლის:
ა. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 125. დასაბეგრი ოპერაცია”;
ბ. პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი:
„ალკოჰოლური სასმელების მიხედვით დასაბეგრ ოპერაციას წარმოადგენს იმპორტირებული და/ან მიწოდებული (გადაცემული) ალკოჰოლური სასმელების მოცულობა".
19. 126-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 126. დასაბეგრი ოპერაციის დრო
1. საქართველოში აქციზური საქონლის წარმოებისას დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტად ითვლება:
ა. საქონლის მიწოდების (გადაცემის) მომენტიდან 90 დღე;
ბ. განაღდების მომენტი, თუ განაღდება მოხდა საქონლის მიწოდებიდან (გადაცემიდან) 90 დღის გასვლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის მიხედვით დასაბეგრი ოპერაციისათვის ორი და მეტი გადახდის შემთხვევაში თითოეული გადახდა განიხილება როგორც თანხის გადახდა ცალკეული ოპერაციისათვის გადახდილი თანხის ფარგლებში.
3. საქონლის იმპორტის შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტად საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით ითვლება იმპორტის დრო”.
20. 130-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ამ მუხლში აღნიშნული აქციზური საქონელი იბეგრება შემდეგი განაკვეთებით:
№ | საქონლის დასახელება | საქონლის ნომენკლატურის კოდი | ზომის ერთეული | აქციზის განაკვეთი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 |
1 | შამპანური | 220410110 | 1 ლიტრი | 4,00 ლარი |
2 | ცქრიალა და შუშხუნა ღვინოები და ღვინომასალები –ყურძნის –ხილის | 2204 –––––– –––––– | 1 ლიტრი |
0,50 ლარი 2,00 ლარი |
3 | ყურძნის ღვინოები და ღვინომასალები 13%-მდე სიმაგრის ჩამოსასხმელი ჩამოსხმული | 2204 | 1 ლიტრი |
0,10 ლარი 0,20 ლარი |
4 | ხილის ღვინო | 2205 2206 | 1 ლიტრი | 1,70 ლარი |
5 | შემაგრებული ღვინო და ღვინომასალები 13%-ზე მეტი სიმაგრის
–ყურძნის ჩამოსასხმელი –ყურძნის ჩამოსხმული –ხილისა და სხვა მასალების | 2204 | 1 ლიტრი |
0,50 ლარი 1,00 ლარი 2,00 ლარი |
6 | კონიაკი და კონიაკის მასალა | 220820 | 1 ლიტრი | 6,70 ლარი |
7 |
ვისკი, ჯინი, რომი | 220830 220840 220850 |
1 ლიტრი |
4,00 ლარი |
8 | ბრენდი და ბრენდის მასალა | 220820870 | 1 ლიტრი | 2,70 ლარი |
9 | არაყი | 220860 | 1 ლიტრი | 1,00 ლარი |
10 | ლიქიორი | 220870 | 1 ლიტრი | 2,70 ლარი |
11 | სხვა სპირტიანი სასმელები |
| 1 ლიტრი | 1,00 ლარი |
12 | ლუდი | 220309 | 1 ლიტრი | 0,12 ლარი |
13 | ეთილის სპირტი | 2207 | 1 ლიტრი | 0,70 ლარი |
14 | თამბაქოს ნაწარმი (თამბაქოს ნედლეულის გარდა) – უმაღლესი, პირველი და მეორე კლასის –მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასის |
2402 2403 |
|
100% 55% |
15 | საიუველირო ნაწარმი | 7113; 7114; 7116 |
| 35% |
16 | მსუბუქი ავტომობილები | 8703 |
| 15% |
17 |
მსუბუქი ავტომობილების საბურავები
|
401110000 4012 |
|
15% |
18 | საავტომობილო ბენზინი –ეთილირებული –არაეთილირებული | 271000 |
|
100% 60% |
19 | თართისა და ორაგულის ხიზილალა ძვირფასი სახეობის თევზებისა და ზღვის პროდუქტების დელიკატესური პროდუქცია | 1604 30 1605 |
|
20% |
21. 131-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აქციზი გადახდას ექვემდებარება დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მომდევნო თვის 10 რიცხვისათვის”.
22. 137-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაბეგვრის ობიექტია საქართველოს ურბანულ ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობანი ან მათი ნაწილი), აგრეთვე არაურბანულ ტერიტორიაზე არსებული და ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობანი ან მათი ნაწილი), მიწის გარდა”.
23. 139-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გადასახადის გადახდა ხდება ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით, ორ თანაბარ ნაწილად, საგადასახადო წლის 15 ივნისისა და 15 ოქტომბრისათვის”.
24. 140-ე მუხლის „გ” ქვეპუნქტში სიტყვა „სამეწარმეო” შეიცვალოს სიტყვით „ეკონომიკური”.
25. 149-ე მუხლის „ვ” ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „პირუტყვის გადასარეკი ტრასებითა და”.
26. 150-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა. ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებს გარეთ არსებული სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწებისათვის:
№ | ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება | საბაზისო განაკვეთი, ჰა/ლარი | ||
|
| მიწის ხარისხი | ||
|
| კარგი | მწირი | საშუალო რაიონული (საქალაქო) |
1. 2. 3. 4.
5.
6. 7.
8. 9. 10. 11. 12. 13. 14. 15.
16. 17. 18. 19.
20. 21. | თბილისი, მარნეული ბოლნისი, გარდაბანი რუსთავი ბათუმი, გაგრა, გალი, გუდაუთა, გულრიფში, ოჩამჩირე, სოხუმი ქობულეთი, ხელვაჩაური გურჯაანი, დედოფლისწყარო თელავი, ლაგოდეხი, სიღნაღი ყვარელი, გორი, მცხეთა ახალციხე, ახმეტა, დმანისი, ერედვი კასპი, თეთრიწყარო, სამტრედია საგარეჯო, ქარელი, ხაშური ქურთა, წალკა აბაშა, ზუგდიდი ახალქალაქი მარტვილი, სენაკი, ხობი, ფოთი ნინოწმინდა ახალგორი, ვანი, ზესტაფონი, ლანჩხუთი, ოზურგეთი ბაღდადი, თერჯოლა, ხონი, ქუთაისი წალენჯიხა, წყალტუბო, ჩხოროწყუ საჩხერე, ცაგერი, ცხინვალი ამბროლაური, დუშეთი, თიანეთი ადიგენი, ბორჯომი ასპინძა, ტყიბული, ხულო, ქედა შუახევი, ხარაგაული, ჭიათურა, ლენტეხი, ონი, ჩოხატაური მესტია, ყაზბეგი, ჯავა | 57 52 51
51
44 43
39 38 36 34 34 34 33 33
30 28 24 22
18
17
13 | 31 27 27
27
24 22
21 20 20 19 18 19 17 17
15 15 13 12
11
9
8 | 47 43 43
43
36,5 35
30 27 26 26 25 22 23,5 19
20,5 20,5 17 16
13
12
9 |
ბ. ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრებისათვის:
№ | ადმინისტრაციული ერთეულების დასახელება | საბაზისო განაკვეთი, ჰა/ლარი | |||
|
| სათიბები | საძოვრები | გაკულტურებული | |
|
|
|
| სათიბები | საძოვრები |
1 | აბაშა, ახალქალაქი, ახალციხე, გორი, ბათუმი, ბოლნისი, გაგრა, გალი, გარდაბანი, გუდაუთა, გულრიფში, გურჯაანი, დედოფლისწყარო, დმანისი, ზუგდიდი, თბილისი, თეთრიწყარო, თელავი, ლაგოდეხი, ლანჩხუთი, მარნეული, მცხეთა, ნინოწმინდა, ოზურგეთი, ოჩამჩირე, რუსთავი, სამტრედია, სენაკი, სიღნაღი, სოხუმი, ქუთაისი, ქობულეთი, ყვარელი, წალკა, წყალტუბო, ხელვაჩაური, ხობი, ფოთი |
6 |
3 |
8 |
4 |
2 | ადიგენი, ასპინძა, ახალგორი, ბაღდათი, ბორჯომი, ვანი, ზესტაფონი, თერჯოლა, თიანეთი, კასპი, მარტვილი, საგარეჯო, საჩხერე, ტყიბული, ქარელი, ქედა, შუახევი, ჩოხატაური, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხარაგაული, ხაშური, ხონი, ხულო |
4 |
2 |
7 |
3 |
3 | ამბროლაური, ახმეტა, დუშეთი, ლენტეხი, მესტია, ონი, ყაზბეგი, ცაგერი, ცხინვალი, ჭიათურა, ჯავა |
2,5 |
1,5 |
4 |
2 |
“.
27. 154-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „არა უმეტეს ორმოცდაათმაგი ოდენობით” შეიცვალოს სიტყვებით „ოცმაგი ოდენობით”, ხოლო მე-3 ნაწილში სიტყვა „არა უმეტეს“ ამოღებულ იქნეს.
28. 157-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი გადაიხდება თანაბარწილად, საანგარიშო წლის 15 აგვისტომდე და 15 ნოემბრამდე”.
29. 158-ე მუხლი გამოიყოს ცალკე, 241 თავად და მისი სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი 241
მუხლი 158. მიწის გადასახადისაგან გათავისუფლება”.
30. 158-ე მუხლის პირველი ნაწილის:
ა. „გ” ქვეპუნქტში სიტყვების „ცენტრების მიერ“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „თავიანთი ძირითადი ფუნქციების შესრულებისათვის;”;
ბ. ამავე ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი:
„ნაკვეთები გამოყენებული ბავშვთა სახლების, სპეციალური სკოლა-ინტერნატების, ბავშვთა სოფლებისა და საბავშვო ბაღების მიერ, რომლებიც უსასყიდლოდ ეწევიან ბავშვთა მოვლა-აღზრდას და განათლების მიცემას, თუ ეს ნაკვეთები არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;“;
გ. „ვ” ქვეპუნქტში სიტყვები „სამეწარმეო საქმიანობისათვის” შეიცვალოს სიტყვებით „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და ეკონომიკური საქმიანობისათვის“;
დ. „ო” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ” ქვეპუნქტი:
„პ. ის მიწები, რომლებიც გამოიყენება აეროდრომების, აეროპორტების, ვერტოდრომებისა და აერონავიგაციის უსაფრთხოების ზონებად და მიწისქვეშა კომუნიკაციებისათვის, აგრეთვე ნავსადგურებისათვის პერსპექტიული განვითარების მიზნით დამაგრებული მიწის ნაკვეთები, თუ ისინი არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის.”.
31. 169-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი:
„ამასთან ქონების გადაცემაზე დოკუმენტების დადასტურებისას სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად წარდგენილ უნდა იქნეს საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა გადასახადის გადახდის შესახებ.”.
32. 183-ე მუხლში სიტყვები „ავტომობილზე საკუთრების” შეიცვალოს სიტყვებით „ავტომობილის გადაცემის.”.
33. 188-ე მუხლის მე-2 ნაწილს სიტყვების „იმ ინვალიდებისა” წინ დაემატოს სიტყვები „ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის, აგრეთვე”.
34. 189-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. სოციალური გადასახადის გაანგარიშება წლის დასაწყისიდან ნაზარდი ჯამით საგადასახადო ორგანოებს წარედგინება საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვისათვის.”
35. 194-ე მუხლის:
ა. მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტის ცხრილში სიტყვები „საშუალო 13-24 სმ“, „წვრილი 4-12 სმ” შეიცვალოს სიტყვებით „საშუალო 13 სმ-დან 25 სმ-მდე“, „წვრილი 4 სმ-დან 13 სმ-მდე“;
ბ. მე-4 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტში სიტყვები „თბოენერგეტიკისა” და „ჰიდროენერგეტიკის” შეიცვალოს სიტყვებით „თბოსადგურებისა” და „ჰიდროელექტროსადგურების”.
36. 197-ე მუხლის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ. ახორციელებენ ბენზინის, მაზუთის, დიზელის საწვავის, ნავთისა და თხევადი აირის იმპორტს, აგრეთვე მის წარმოებას”.
37. 198-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გადამხდელების მიერ რეალიზებული ბენზინის, მაზუთის, დიზელის საწვავის, ნავთის და თხევადი აირის მოცულობა.”.
38. მე-200 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გადასახადის განაკვეთები რეალიზებული ბენზინის, მაზუთის, დიზელის საწვავის, ნავთისა და თხევადი აირისათვის განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
საწვავის დასახელება | ზომის ერთეული | გადასახადის განაკვეთი ლარებში რეალიზებულ საწვავზე |
ბენზინი | 1 ლიტრი | 0,02 |
მაზუთი | 1 კილოგრამი | 0,01 |
დიზელის საწვავი | 1 ლიტრი | 0,01 |
ნავთი | 1 ლიტრი | 0,01 |
თხევადი აირი | 1 კილოგრამი | 0,01 |
“.
39. XII კარისა და 35-ე თავის სათაურში სიტყვის „შემოსვლისათვის” შემდეგ დაემატოს სიტყვები „და ზენორმატიული დატვირთვისათვის”.
40. 203-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 203. გადასახადის გადამხდელები
1. საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოსვლისა და ზენორმატიული დატვირთვისათვის გადასახადის გადამხდელად ითვლება პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ან მძღოლია.
2. პირი, რომელიც საქართველოში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ან მძღოლია, ითვლება ზენორმატიული დატვირთვისათვის გადასახადის გადამხდელად, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოსვლის გადასახადის გადამხდელად, თუ იგი საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გაივლის.”
41. 204-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 204. დაბეგვრის ობიექტი
საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოსვლისათვის და ზენორმატიული დატვირთვისათვის გადასახადებით დაბეგვრის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, აგრეთვე საქართველოში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, თუ იგი საქართველოს ტერიტორიას გაივლის ტრანზიტით ან/და ახორციელებს ტვირთზიდვას ზენორმატიული დატვირთვით”.
42. 205-ე მუხლის:
ა. პირველ ნაწილში სიტყვების „გადასახადის განაკვეთები” წინ ჩაემატოს სიტყვები „საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოსვლისათვის.”
ბ. ამავე ნაწილის ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახეობანი | გადასახადის ოდენობა ლარებში |
მსუბუქი ავტომობილები | 30 |
ავტობუსები (13-მდე ადგილით) | 60 |
ავტობუსები (13-30 ადგილით) | 120 |
ავტობუსები (30-ზე მეტი ადგილით) | 200 |
სატვირთო ავტომობილები და სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებები – ტვირთამწეობით 3 ტ-მდე (ჩათვლით) | 120 |
სატვირთო ავტომობილები – ტვირთამწეობით 3-10ტ (ჩათვლით) | 200 |
სატვირთო ავტომობილები – ტვირთამწეობით 10-20ტ (ჩათვლით) | 250 |
სატვირთო ავტომობილები – ტვირთამწეობით 20-40ტ (ჩათვლით) | 340 |
სატვირთო ავტომობილები – 40 ტონაზე მეტი ტვირთამწეობით | 460 |
გ. მე-3 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საქართველოში შემოსვლისას”.
43. 206-ე მუხლის:
ა. პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოსვლის გადასახადი გადაიხდება საქართველოს სახელმწიფო საგზაო ფონდში ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას, ხოლო გადასახადი ზენორმატიული დატვირთვისათვის იმავე ფონდში, საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შერჩეულ ადგილებში (საჭიროების შემთხვევაში საბაჟო დეპარტამენტთან შეთანხმებით).”;
ბ. მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოსვლისათვის გადასახადის აკრეფას ახორციელებს საქართველოს საბაჟო დეპარტამენტი, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებების წონითი და გაბარიტული პარამეტრების შემოწმებას და ზენორმატიული დატვირთვისათვის გადასახადის აკრეფას ახორციელებს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტი”.
44. 223-ე მუხლის:
ა. მე-4 ნაწილში სიტყვის „საბუღალტრო” წინ დაემატოს სიტყვები „სამეურნეო ოპერაციის დამთავრებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს”;
ბ. მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. მარეგისტრირებელ ორგანოებში რეგისტრაციის და/ან საგადასახადო ორგანოებში აღრიცხვის გარეშე საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში გადამხდელს გადახდება კუთვნილი გადასახადები და ჯარიმა იმავე ოდენობით”.
45. 231-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 231. გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაციის წარდგენა
პირი, რომელიც ახორციელებს ფიზიკური პირისათვის სამუშაოს, მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს და თანხის მიმღებს ერთი თვის ვადაში წარუდგინოს ინფორმაცია გადახდილი თანხების შესახებ შესაბამისი ინსტრუქციით დადგენილი წესით”.
46. 254-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დეკლარაციაში და გაანგარიშებებში გადასახადის ოდენობის შემცირებისათვის გადასახადის გადამხდელი ფინანსური სანქციის სახით ჯარიმდება გადასახადის შემცირებული თანხის 25 პროცენტის ოდენობით”.
47. 260-ე მუხლის:
ა. მე-2 ნაწილში სიტყვა „სამმართველოსაგან” შეიცვალოს სიტყვით „დეპარტამენტისაგან”;
ბ. მე-3 ნაწილში სიტყვის „ორგანო” წინ დაემატოს სიტყვა „სამართალდამცავი”;
გ. მე-3 და მე-7 ნაწილებში სიტყვა „სამმართველო” შეიცვალოს სიტყვით „დეპარტამენტი”.
48. 260-ე მუხლის მე-7 ნაწილში, 264-ე მუხლის „ი” ქვეპუნქტსა და 269-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვა „სამმართველოს” შეიცვალოს სიტყვით „დეპარტამენტის”.
49. 264-ე მუხლის „ლ” ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „თავისი კომპეტენციის ფარგლებში”.
50. 270-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგადასახადო ორგანოთა მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფონდს ქმნიან საგადასახადო ორგანოები კონტროლირებადი შემოსავლების მიხედვით ბიუჯეტისა და სპეციალური ფონდების შემოსავლების 90 პროცენტიდან 100 პროცენტამდე შესრულების შემთხვევაში ფაქტობრივი შემოსავლების 2 პროცენტის ოდენობით, ხოლო საბიუჯეტო დავალებების 100 პროცენტზე მეტით შესრულებისას – დამატებით 100 პროცენტზე ზევით ჩარიცხული თანხის 30 პროცენტის ოდენობით, აგრეთვე ბიუჯეტისა და სპეციალური ფონდების სასარგებლოდ დამატებით დარიცხული და ჩარიცხული თანხების 15 პროცენტის ოდენობით, რომლებიც ჩაირიცხება ხაზინაში საგადასახადო ორგანოებისათვის გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე”.
51. 272-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:
„2. ამ მუხლში ჩამოთვლილი ნორმატიული დოკუმენტები ძალაშია მათი მოქმედების პერიოდში წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებზე“.
52. 273-ე მუხლის:
ა. პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი:
„ხოლო 1998 წლისათვის ამ კოდექსის 144-ე მუხლში მითითებული მიმდინარე გადასახადების გაანგარიშებისას გაითვალისწინება 1997 წელს განხორციელებული ძირითადი საშუალებებისა და კაპიტალურ დაბანდებათა აფასების შედეგები. აფასების შედეგების გათვალისწინების წესი განისაზღვრება შესაბამისი ინსტრუქციით.”.
ბ. მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ელექტროენერგეტიკული სექტორის იმ საწარმოებისათვის, რომლებიც ახდენენ ელექტროენერგიის წარმოებასა და მიწოდებას, ასევე საწარმოებისათვის, რომლებიც ახორციელებენ სასმელი და სარწყავი წყლის მიწოდებას, საკანალიზაციო წყლების გატარება-ჩაშვებისა და გაწმენდის სამუშაოებსა და მომსახურებას, აგრეთვე საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციებისათვის 2000 წლის 1 იანვრამდე საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდების მოცულობა განისაზღვრება ფაქტობრივად ანაზღაურებული ღირებულების მიხედვით. ამასთან, ამ საწარმოების მიერ მიწოდებული საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიხედვით დღგ-ის ჩათვლა განხორციელდეს მათი ღირებულების ფაქტობრივად ანაზღაურების შემთხვევაში.”;
გ. მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტისათვის 1999 წლის 1 იანვრამდე შენარჩუნებულ იქნეს დღგ-ით და მოგების გადასახადით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ცენტრალიზებული წესი. ამასთან, დღგ-ის მიხედვით დეკლარაციის წარდგენა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორება ხდება საანგარიშოს მომდევნო თვის 20 რიცხვისათვის, ხოლო მოგების გადასახადი ჩაირიცხება ცენტრალურ ბიუჯეტში და დადგენილი წესით გადანაწილდება ბიუჯეტებს შორის;”;
დ. მე-13 ნაწილში სიტყვები „1 აპრილამდე” შეიცვალოს სიტყვებით „1 ოქტომბრამდე”;
ე. მე-14 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15–27-ე ნაწილები:
„15. ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისათვის პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ხელშეკრულებებით უცხოეთის სახელმწიფოების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით დაფინანსებული საქონლის იმპორტი და შესრულებული სამუშაოები თავისუფლდება დამატებული ღირებულების გადასახადისაგან.
16. 1999 წლის 1 აპრილამდე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდება სამრეწველო გადამუშავებამდე გათავისუფლებულია დღგ-საგან.
17. ცალკეული კატეგორიის ინდივიდუალური საწარმოებისათვის (მეწარმეებისათვის), რომელთა წლიური ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 24000 ლარს, 2000 წლის 31 დეკემბრამდე საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად შემოღებულ იქნეს პრეზუმფციული გადასახადი (ერთიანი მინიმალური მიმდინარე გადასახდელი), რომელიც საქმიანობის სახისა და საქმიანობის განხორციელების ადგილის მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე ყოველთვიურად გამოიანგარიშება ლარებში შემდეგი ოდენობით:
საქმიანობის სახე | მოსახლეობის რაოდენობა | ||
30000-მდე | 30000-დან 1000000-მდე | 1000000-დან და ზევით | |
1 | 2 | 3 | 4 |
საცალო ვაჭრობა ფარდულებში (ბაზრობებისა და ბაზრების გარდა), გამაგრილებელი სასმელებით, ნაყინით, თამბაქოს ნაწარმით და სხვა საქონლით ვაჭრობა ქუჩებში, ავტომაგისტრალებზე, დახლებიდან ბაზრობებზე საცალო ვაჭრობა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ბაზრებსა და ბაზრობებზე ვაჭრობა, გარდა ამ პროდუქციის მწარმოებელი ფიზიკური პირებისა |
10 |
25 |
50 |
ბაზრობებზე და ბაზრებზე მდებარე ფარდულებში (ჯიხურებში) საცალო ვაჭრობა |
20 |
50 |
100 |
ბაზრობებზე მდებარე კონტეინერებიდან (საწყობებიდან) საცალო და საბითუმო ვაჭრობა |
30 |
150 |
300 |
ფეხსაცმლის წარმოება, ავეჯის წარმოება, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული საქმიანობა (პარამედიცინის პერსონალის მომსახურების ჩათვლით), ფიზიკური კულტურის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საქმიანობა, საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი, ჩექმების, წაღებისა და ტყავის სხვა ნაწარმის რემონტი, სატრანსპორტო საშუალებების იჯარა და გაქირავება, ტექსტის გამრავლება, ასლის გამრავლება და მსგავსი საქმიანობა, ტანსაცმლის შეკერვა, რემონტი და გადაკეთება, საქმიანობა ფოტოგრაფიის სფეროში, საკონდიტრო ნაწარმის წარმოება რეალიზაციის მიზნით, საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგნების გაქირავება, ტაქსით მომსახურება |
10 |
25 |
50 |
საიუველირო ნაწარმის იმიტაციების წარმოება, სამკურნალო პრაქტიკა, კბილის მკურნალობის პრაქტიკა, საფეიქრო ნაწარმის და ბეწვეულის ნაწარმის რეცხვა და მშრალი წმენდა, საპარიკმახეროების მომსახურება და სილამაზის სალონების მომსახურება, ავტომობილების რემონტი, ტექნიკური მომსახურება და რეცხვა, ავტოსაბურავების რემონტი, ელექტრო – საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი, მომსახურება 12 ადგილამდე ტევადობის სამგზავრო ავტოტრანსპორტით, ტვირთის გადაზიდვა სატვირთო ავტოტრანსპორტით |
20 |
50 |
100 |
საიუველირო ნაწარმისა და მსგავსი საქონლის წარმოება, საათების და საიუველირო ნაწარმის რემონტი, მომსახურება 12 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტით |
30 |
75 |
150 |
18. საზკვების ობიექტებში პრეზუმფციული გადასახადის ოდენობა თითოეული ადგილის მიხედვით განისაზღვროს 10 ლარის ოდენობით თვეში.
19. პრეზუმფციული გადასახადი გადაიხდება ყოველთვიურად არა უგვიანეს თვის 10 რიცხვისა.
20. წლის განმავლობაში გადახდილი პრეზუმფციული მინიმალური გადასახადი წლის ბოლოს ჩაითვლება კანონმდებლობით დადგენილ და გამოანგარიშებულ საშემოსავლო გადასახადის ანგარიშში.
21. პრეზუმფციული მინიმალური გადასახადის გადამხდელი ინდივიდუალური მეწარმეები აწარმოებენ აღრიცხვა-ანგარიშგებას კანონმდებლობის შესაბამისად, გამარტივებული წესით, აგრეთვე დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების გამოწერას.
22. ინდივიდუალური მეწარმეების მიერ პრეზუმფციული გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციები.
23. ინდივიდუალური მეწარმეების მიერ პრეზუმფციული გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით საგადასახადო აღრიცხვის გარეშე საქმიანობის განხორციელება გამოიწვევს ასეთი პირების დაჯარიმებას პრეზუმფციული მინიმალური გადასახადის 12-მაგი ოდენობით.
24. პრეზუმფციული გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს განსაზღვრავს შესაბამისი ინსტრუქცია ამ კოდექსის 227-ე მუხლის შესაბამისად.
25. 1999 წლის 1 იანვრამდე იმპორტირებულ ალკოჰოლურ სასმელებზე საბაჟო გადასახადის, აქციზისა და დამატებული ღირებულების ნაცვლად შემოღებულ იქნეს კომბინირებული ფიქსირებული გადასახადი, რომელიც იბეგრება შემდეგი განაკვეთებითა და წესით:
გადასახადები იმპორტირებულ ალკოჰოლურ სასმელებზე (ლარებში)
№ | საქონლის დასახელება | საქონლის ნომენკლატუ-რის კოდი | ზომის ერთეული | საბაჟო გადასახადი (12 %) | აქციზი
| დ ღ გ (20%) | კომბინირებული ფიქსირებული გადასახადი იმპორტისას | |
% | თანხა | |||||||
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
1 | შამპანური | 220410110 | 1 ლიტრი | 0,53 | 100 | 4,93 | 1,97 | 7,43 |
2 | ცქრიალა და შუშხუნა ღვინოები და ღვინომასალები |
|
|
|
|
|
|
|
| – ყურძნის – ხილის | 2204 2204 | 1 ლიტრი 1 ლიტრი | 0,32 0,53 | 20 50 | 0,59 2,47 | 0,71 1,48 | 1,62 4,48 |
3 | ყურძნის ღვინოები და ღვინომასალები (13%-მდე სიმაგრის) – ჩამოსასხმელი – ჩამოსხმული | 2204 |
1 ლიტრი 1 ლიტრი |
0,09 0,17 |
15 15 |
0,12 0,24 |
0,19 0,37 |
0,40 0,78 |
4 | ხილის ღვინო | 2205 2206 00 | 1 ლიტრი | 0,44 | 50 | 2,05 | 1,23 | 3,72 |
5 | შემაგრებული ღვინო და ღვინომასალები (13%-ზე მეტი სიმაგრის) |
|
|
|
|
|
|
|
| – ყურძნის ჩამოსასხმელი – ყურძნის ჩამოსხმული | 2204 2204 | 1 ლიტრი 1 ლიტრი | 0,13 0,27 | 50 50 | 0,61 1,23 | 0,37 0,73 | 1,11 2,23 |
| – ხილისა და სხვა მასალების |
| 1 ლიტრი | 0,53 | 50 | 2,47 | 1,48 | 4,48 |
6 | კონიაკი და კონიაკის მასალა | 220820 | 1 ლიტრი | 0,89 | 100 | 8,22 | 3,29 | 12,40 |
7 | ვისკი, ჯინი, რომი | 220830 220840 220850 | 1 ლიტრი | 0,53 | 100 | 4,93 | 1,97 | 7,43 |
8 | ბრენდი და ბრენდის მასალა | 220820870 | 1 ლიტრი | 0,71 | 50 | 3,28 | 1,97 | 5,96 |
9 | არაყი და სხვა სპირტიანი სასმელები | 220860 | 1 ლიტრი | 0,27 | 50 | 1,24 | 0,75 | 2,26 |
10 | ლიქიორი | 220870 | 1 ლიტრი | 0,35 | 100 | 3,28 | 1,31 | 4,94 |
11 | ლუდი | 220300 | 1 ლიტრი | 0,11 | 15 | 0,16 | 0,24 | 0,51 |
12 | ეთილის სპირტი | 2207 | 1 ლიტრი | 0,09 | 100 | 0,83 | 0,3 | 1,22 |
26. ამ მუხლის 25-ე ნაწილში მოცემული ალკოჰოლური სასმელების იმპორტისას კომბინირებული ფიქსირებული გადასახადიდან ცალკე გამოიყოფა საბაჟო გადასახადი, აქციზი და დღგ და ფიქსირდება შესაბამის საგადასახადო და საბაჟო დოკუმენტებში (დეკლარაციები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა). აღნიშნული გადასახადების ჩათვლისას და ანაზღაურებისას გამოიყენება ამ კოდექსით გათვალისწინებული წესი.
27. 2000 წლის 1 იანვრამდე მიწის გადასახადისაგან თავისუფლდება მიწის ის ფართობები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავებული სარკინიგზო ტრანსპორტის ძირითადი საქმიანობის სავაგონო და სალოკომოტივო დეპოებისა და სალიანდაგო დისტანციების მიერ და გამოიყენება ძირითადი საქმიანობისათვის, აგრეთვე არაფუნქციონირებადი რკინიგზის სადგურების მიერ დაკავებული მიწები, რომლებიც არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის”.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა პირველი მუხლის მე-11 პუნქტისა, რომელიც ამოქმედდეს 1999 წლის 1 აპრილიდან და ამავე მუხლის 26-ე პუნქტისა, რომელიც ამოქმედდეს 1999 წლის 1 იანვრიდან, ხოლო პირველი მუხლის მე-12 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა 1997 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 1 მაისი.
№1369–IIს
დოკუმენტის კომენტარები