დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 128 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/05/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 52, 10/05/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება
№128 2010 წლის 5 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის N56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეიქმნას საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
| ნიკა გილაური | – | საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე |
| დავით ტყეშელაშვილი | – | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე |
| კახა ბაინდურაშვილი | – | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| ჯამბულ ბაკურაძე | – | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე |
| გიორგი ბარამიძე | – | საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი |
| გიორგი ბოკერია | – | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე |
| სოფიო ბრიტანჩუკი | – | სსიპ – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი |
| ჯამბულ ებანოიძე | – | საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე |
| ირაკლი ეზუგბაია | – | შპს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი |
| მამუკა ვაწაძე | – | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი |
| გიორგი კარბელაშვილი | – | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე |
| ალექსანდრე კაჭარავა | – | საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) მრჩეველი, კომისიის მდივანი |
| დავით კერესელიძე | – | საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი |
| ვახტანგ ლეჟავა | – | საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მრჩეველი |
| რამაზ ნიკოლაიშვილი | – | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე |
| ზურაბ პოლოლიკაშვილი |
–
|
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
|
| გიორგი ქაშიბაძე | – | საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი |
| გიორგი ცაგარელი | – | სსიპ – ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დირექტორი |
| ლევან ჭიჭინაძე | – | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი |
| ალექსანდრე ხოჯევანიშვილი | – | სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე |
| შალვა ჯანაშვილი | – | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე |
| თეიმურაზ ჯანაშია | – | საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.
|
კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოს დავით დარჩიაშვილს – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი
ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები