„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 331
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 02/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 175, 08/12/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.012.449
  • Word
331
02/12/2008
სსმ, 175, 08/12/2008
220.090.000.18.011.012.449
„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.11.012.449

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №331

2008 წლის 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის, 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში (სსმ III, 10.07.2007 წ., №97, მუხ. 1040) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საოპერაციო დღის განმავლობაში კლიენტებისგან მიღებული საგადახდო საბუთების შესრულება (ანგარიშსწორება) ეროვნულ ვალუტაში ხდება იმავე სამუშაო დღეს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი ანგარიშსწორების სისტემის მუშაობის გრაფიკის გათვალისწინებით. საოპერაციო დღის დამთავრების შემდეგ, სამუშაო დღის ბოლომდე შემოსული საგადახდო საბუთები შესრულდება არა უგვიანეს მომდევნო საოპერაციო დღეს, თუ კომერციულ ბანკსა და კლიენტს შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

2. მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კლიენტის მომსახურე საბანკო დაწესებულება ამ საბუთის კლიენტისათვის დასაბრუნებელ ეგზემპლარზე ასვამს შტამპს – „განაღდებულია“.

    მუხლი 2

ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედების საჭიროება განპირობებულია ბანკების მხრიდან უნაღდო ანგარიშსწორების მომსახურების ხარისხისა და ოპერატიულობის ამაღლებით.

    მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

პრეზიდენტის მოვალეობის

შემსრულებელი დ. ამაღლობელი