ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები და ტესტირების მეთოდები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება“ დამტკიცების თაობაზე“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 3 ივლისის №45 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 124
დოკუმენტის მიმღები ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
მიღების თარიღი 29/10/2007
დოკუმენტის ტიპი ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 153, 31/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.47.052.011.038
  • Word
124
29/10/2007
სსმ, 153, 31/10/2007
310.150.000.47.052.011.038
ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები და ტესტირების მეთოდები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება“ დამტკიცების თაობაზე“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 3 ივლისის №45 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები და ტესტირების მეთოდები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება“ დამტკიცების თაობაზე“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 3 ივლისის №45 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.47.052.011.038

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის

ბრძანება №124

2007 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის “ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები და ტესტირების მეთოდები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება“ დამტკიცების თაობაზე“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 3 ივლისის №45 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1.

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები და ტესტირების მეთოდები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება“ დამტკიცების თაობაზე“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 3 ივლისის №45 ბრძანებით (სსმ III, 13.07.2007 წ., №100, მუხ. 1092) დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში „ავტოსატრან-სპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები და ტესტირების მეთოდები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება“ შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის მე-4, მე-5, მე-6 და მე-11 პუნქტები.

2. მე-4 მუხლის 29-ე და 30-ე პუნქტებში სიტყვა „საწევარი“ შეიცვალოს სიტყვებით „ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება“ და ამ ცვლილების გათვლისწინებით ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„29. ავტომატარებლების სამუხრუჭო სტენდზე შემოწმებისას ხვედრითი სამუხრუჭო ძალის მნიშვნელობა განისაზღვრება ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებისთვის და მისაბმელისათვის (ნახევარმისაბმელისთვის) ცალ-ცალკე.

30. სტენდზე ტესტირებისას ასს-ს სადგომმა მუხრუჭმა უნდა უზრუნველყოს ეფექტიანობა (ხვედრითი სამუხრუჭო ძალა T, %-ში) არანაკლებ 16%-ისა სრულ მასაზე გაანგარიშებით და 12%-ისა კომბინირებულ მასაზე გაანგარიშებით (ძრავიანი სატრანს-პორტო საშუალებისათვის მისაბმელთან ან ნახევარმისაბმელთან ერთად).“.

3. რეგლამენტის დანართში №2 სიტყვა „საწევარი“ შეიცვალოს სიტყვებით „ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება“ და ამ ცვლილების გათვალისწინებით იგი ჩამოყალიბდეს თანდართული დანართი 2-ის სახით.

მუხლი 2.

 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. თაქთაქიშვილი

დანართი №2

დამუხრუჭების ეფექტიანობისა და ასს-ს მდგრადობის მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდიკა

ხვედრითი სამუხრუჭო ძალა T გაიანგარიშება სამუხრუჭო ძალების შემოწმების შედეგებით, განცალკევებულად ძრავიანი სატრანსპორტო საშუალების და მისაბმელისთვის (ნახევარმისაბმელისთვის) ფორმულით:

 PT

 T = ————————               (1)

 Mg

სადაც,

PT  არის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალების ან მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) თვლებზე P სამუხრუჭო ძალების ჯამი, ნიუტონი;

M – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალების ან მისაბმელის (სახევარმისაბმელის) სრული მასა, კგ;

g არის თავისუფალი ვარდნის აჩქარება, მ/წმ2.

ერთ ღერძზე თვლების სამუხრუჭო ძალებს შორის ფარდობითი სხვაობა (პროცენტებში) განისაზღვრება თვლებზე სამუხრუჭო ძალების შემოწმების შედეგების მიხედვით შემდეგი ფორმულით:

                    PTP – PTL

       F = ——————— 100 (2)

                    PT max

სადაც:

– PTP, PTL არის შესამოწმებელი ღერძის მარჯვენა და მარცხენა თვლებზე განვითარებული სამუხრუჭო ძალები, ნიუტონი;

– PT max აღნიშნული ძალებიდან უდიდესი.“.