დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 20 სექტემბრის №104 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 125 |
| დოკუმენტის მიმღები | ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი |
| მიღების თარიღი | 29/10/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 153, 31/10/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/08/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.160.070.47.052.011.037 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.011.037
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის
უფროსის ბრძანება №125
2007 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,ტექნიკური რეგლამენტის ,,ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 20 სექტემბრის №104 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,ტექნიკური რეგლამენტის ,,ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 20 სექტემბრის №104 ბრძანებაში (სსმ III, 25.09.2007 წ., №133, მუხ. 1451) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის პირველი თებერვლიდან.“.
2. ამ ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვა ,,ოქმზე“ შეიცვალოს სიტყვით ,,ბარათზე“ და ამ ცვლილების გათვალისწინებით ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ფირნიშის ბლანკი (დანართი №1) შედგება ორი ნაწილისაგან: ავტოსატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე დასაკვრელი ნაწილისაგან A (ზომით 100 მმ სიგრძისა და 60 მმ სიგანის) და ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების ბარათზე დასაკვრელი ნაწილისაგან B (ზომით 100 მმ სიგრძისა და 20 მმ სიგანის), იგი იბეჭდება ტიპოგრაფიული წესით, დამცავი საშუალებებით, სპეცია-ლურ მასალაზე, რომელიც უნდა გამორიცხავდეს მასზე დატანილ რეკვიზიტებში ცვლილების შეტანას ფირნიშის დაზიანების გარეშე და ფირნიშის თვითნებურ აძრობას მისი მოქმედების ვადის განმავ-ლობაში.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. თაქთაქიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები