დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ინსტიტუტის რეორგანიზაციის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/03/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 31, 07/03/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.10.003.000.685 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №44
2007 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ინსტიტუტის რეორგანიზაციის შესახებ
1. ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის თანახმად, რეორგანიზებულ იქნეს ,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ინსტიტუტი მისი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან შეერთების გზით.
2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ინსტიტუტის შეერთების საკითხის გადაწყვეტა.
3. დადგენილების პირველი პუნქტი ძალაში შევიდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ინსტიტუტის შეერთების შესახებ“ სათანადო სამართლებრივი აქტის ამოქმედებისთანავე.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები