,,სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო _ აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2006 წლის 7 ივნისის №01 ბრძანებით დამტკიცებულ აკრედიტაციის ტექნიკურ რეგლამენტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო _ აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2006 წლის 7 ივნისის №01 ბრძანებით დამტკიცებულ აკრედიტაციის ტექნიკურ რეგლამენტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი
მიღების თარიღი 20/06/2007
დოკუმენტის ტიპი აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 90, 20/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.44.049.010.511
  • Word
4
20/06/2007
სსმ, 90, 20/07/2007
300.160.070.44.049.010.511
,,სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო _ აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2006 წლის 7 ივნისის №01 ბრძანებით დამტკიცებულ აკრედიტაციის ტექნიკურ რეგლამენტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.44.049.010.511

სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის

ბრძანება №04

2007 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2006 წლის 7 ივნისის №01 ბრძანებით დამტკიცებულ აკრედიტაციის ტექნიკურ რეგლამენტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს კანონის ,,პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ მე-18 და მე-20 მუხლის ,,ა“ პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 22 დეკემბრის №234 დადგენილებით დამტკიცებულ სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2006 წლის 7 ივნისის №01 ბრძანებით დამტკიცებული აკრედიტაციის სისტემის ტექნიკური რეგლამენტი – სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ აკრედიტაციის წესები და პროცედურები – საკ 1.1 : 2006-ში (სსმ III, 13.06.2006., №79, მუხ.1030) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს ტესტირების (საგამოცდო), მათ შორის, ანალიზური, გამზომი ლაბორატორიების, ასევე დაკალიბრების და მეტროლოგიური დამოწმების/დაკალიბრების ლაბორატორიების (შემდგომში – ლაბორატორიები), ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრებად (შემდგომ ტექსტში – ასს-ს ტესტირების ცენტრები) პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის ორგანოების, ხარისხის სისტემების და პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების (შემდგომში – სერტიფიკაციის ორგანოები) და (შემდგომში ყველა – აკრედიტებული პირები) აკრედიტაციის სამუშაოების ჩასატარებლად.“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. აკრედიტებული შეიძლება იქნეს ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მქონე იურიდიული პირი, საკუთრების ფორმის მიუხედავად და ფიზიკური პირები, რომლებიც კომპეტენტურნი არიან და პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

3. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. აკრედიტებულ პირს უნდა ჰყავდეს განცხადებული აკრედიტაციის სფეროს შესაბამისი კვალიფიციური პერსონალი, გააჩნდეს ხარისხის სისტემა, ტექნიკური საშუალებები, აქტუალიზებული ნორმატიული დოკუმენტაცია.“.

4. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტის ა.გ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.გ) აკრედიტაციის სისტემის ტექნიკური რეგლამენტი ,,ზოგადი მოთხოვნები ლაბორატორიების აკრედიტაციისადმი – საკ 1.2 : 2006“ (სახელმძღვანელო დოკუმენტი სსტ ენ 45001 : 2006 და სსტ ისო/იეკ 17025 : 2006 სტანდარტების გამოსაყენებლად);“.

5. საკ 1.1 : 2006-ის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

,,ვ) ავტასატრანსპორტო საშუალებათა გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრებში:

ვ.ა) აკრედიტაციის სისტემის ტექნიკური რეგლამენტი ,,ავტასატრანსპორტო საშუალებათა გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრების მიმართ წაყენებული მოთხოვნები – საკ 1.7:2007“;

ვ.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრის (ასს-ს ტესტირების ცენტრები) სფეროს ფორმირებისათვის და შესაბამისი ხელშეკრულების გასაფორმებლად გამოიყენება ასს-ის დაყოფა კატეგორიებად აკრედიტაციის სისტემის ტექნიკური რეგლამენტი ,,ავტასატრანსპორტო საშუალებათა გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრების მიმართ წაყენებული მოთხოვნები – საკ 1.7 : 2007“-ის დანართი 8-ის შესაბამისად.“.

6. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტებული პირების საქმიანობის საინსპექციო კონტროლს და ზედამხედველობას ახორციელებს აკრედიტაციის სისტემის ტექნიკური რეგლამენტი ,,აკრედიტებული პირების საქმიანობის საინსპექციო კონტროლის და ზედამხედველობის ჩატარების წესი – საკ 1.4 : 2006“-ის შესაბამისად.“.

7. მე-4 მუხლის პუნქტის ა.ვ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.ვ) ნოტარიულად დამოწმებული რეგისტრირებული იურიდიული პირის წესდების ასლი ან ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – რეგისტრაციის მოწმობის ასლი.“.

8. მე-4 მუხლის პუნქტის ბ.დ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ.დ) ნოტარიულად დამოწმებული რეგისტრირებული იურიდიული პირის წესდების ასლი ან ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – რეგისტრაციის მოწმობის ასლი.“.

 მუხლი 2. სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2006 წლის 7 ივნისის №01 ბრძანებით დამტკიცებული აკრედიტაციის სისტემის ტექნიკური რეგლამენტი ,,ზოგადი მოთხოვნები ლაბორატორიების აკრედიტაციისადმი – საკ 1.2 : 2006“-ში (სსმ III, 13.06.2006., №79, მუხ. 1030) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის ქვეპუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,პ) მეტროლოგიური დამოწმების (დაკალიბრების) ლაბორატორია.“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) დოკუმენტირებული დებულება, რომელიც მოიცავს ლაბორატორიის საქმიანობის სფეროს, იურიდიულ სტატუსს, ორგანიზაციულ სტრუქტურას, კვალიფიცირებული პერსონალით უზრუნველყოფას, ფუნქციებს, უფლებებს, პასუხისმგებლობას, ურთიერთობებს სხვა ორგანიზაციებთან, საინსპექციო კონტროლს.

3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. დაკალიბრების და დამოწმების ჩატარების სამუშაოებში მონაწილე სპეციალისტებს უნდა გააჩნდეთ კვალიფიკაციის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი და/ან დაადასტურონ თავიანთი ცოდნა აკრედიტაციის პროცესში.

დანართი 1-ის *შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,*. ლაბორატორიები – ტესტირების (მათ შორის, ანალიზური, გამზომი), დაკალიბრების, დამამოწმებელი (დაკალიბრების) ლაბორატორიები.“.

5. მე-14 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი 14

აკრედიტაციაზე შეთანხმების ფორმა

შეთანხმება აკრედიტაციაზე

ქ. თბილისი                                                           ,,——” ———————————— წ.

 

სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი”

(შემდგომში – აკრედიტაციის ცენტრი) ერთი მხრივ ——————————————————სახით

                                                                                         თანამდებობის პირის სახელი, გვარი

და მეორე მხრივ———————————————————————————————————

                                იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება, რომელთანაც იდება შეთანხმება

———————————————————————————————————————————

                   იურიდიული პირის ხელმძღვანელის ან ფიზიკური პირის თანამდებობა, სახელი, გვარი

 

სახით, რომელიც აკრედიტებულია აკრედიტაციის ცენტრის მიერ, დავდეთ წინამდებარე შეთანხმება:

 

1. ,,აკრედიტაციის ცენტრი” აკრედიტებულ პირს აკრედიტაციის საბჭოს -№, თარიღი. გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებას აძლევს

———————————————————————————————————————————

აკრედიტებული პირის დასახელება

 

სპეციფიკური სამუშაოების ჩატარებაზე აკრედიტაციის მოწმობის დანართით განსაზღვრული აკრედიტაციის სფეროს შესაბამისად.

2. შეთანხმების საფუძველზე აკრედიტებული პირი ვალდებულია:

ა) დაიცვას აკრედიტაციის კრიტერიუმებით დადგენილი მოთხოვნები;

ბ) დაიცვას სპეციფიკური სამუშაოების წესები სრული მოცულობით, რომელიც დადგენილია ნორმატიული დოკუმენტებით;

გ) დროულად აცნობოს აკრედიტაციის ცენტრს ყველა იმ ცვლილების შესახებ (სტრუქტურის, ადგილმდებარეობის, ორგანიზაციულ-მეთოდური დოკუმენტაციის, პერსონალის შემადგენლობის), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს განმეორებითი აკრედიტაციის ჩატარების და მოცემული შეთანხმების გადასინჯვის (ან შეჩერების) საკითხის განხილვის აუცილებლობა;

დ) შექმნას ყველა საჭირო პირობა აკრედიტაციის ცენტრის მიერ საინსპექციო კონტროლის (მათ შორის, არაგეგმური) და ზედამხედველობის განსახორციელებლად აკრედიტაციის სისტემის ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად.

3. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს —— წლის ,,——” ———————————— მდე.

აკრედიტაციაზე შეთანხმების დარღვევის მიზეზები შეიძლება იყოს:

ა) აკრედიტებული პირის სურვილი შეწყვიტოს აკრედიტაციის მოწმობის მოქმედება;

ბ) აკრედიტაციის საფასურის გადახდაზე და/ან საინსპექციო კონტროლის (მათ შორის, არაგეგმური) და ზედამხედველობის ჩატარებაზე უარის თქმა;

გ) აკრედიტებული პირის მიერ შეთანხმების სხვა მოთხოვნების შეუსრულებლობა.

4. შეტყობინება წინამდებარე შეთანხმების დარღვევის შესახებ ეგზავნება ინიციატორი მხარის მიერ მეორე მხარეს მიზეზებისა და ამ დარღვევის თარიღის მითითებით.

5. აკრედიტაციაზე შეთანხმების დარღვევა იმავდროულად ნიშნავს აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების შეწყვეტას.

6. წინამდებარე აკრედიტაციაზე შეთანხმება შედგენილია ორ ეგზემპლარად, ერთი მათგანი რჩება აკრედიტაციის ცენტრში, მეორე კი აკრედიტებულ პირთან და ხელმოწერილია ორივე მხარის წარმომადგენელთა მიერ.

,,აკრედიტაციის ცენტრის“ მხრიდან:                            აკრედიტებული პირის მხრიდან:

  ———————————————                    ———————————————

აკრედიტებული პირის (ორგანიზაციის) დასახელება    

 ხელმოწერა სახელი, გვარი                                                        ხელმძღვანელის თანამდებობა                                                                                                                  ———————        ————————

                                                                                          ხელმოწერა                სახელი, გვარი

 ,, –––– “ ––––––––––––– წ.                                            ,, –––– “ ––––––––––––– წ.

ბ.ა                                                                                     ბ.ა

მუხლი 3. სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2006 წლის 7 ივნისის №01 ბრძანებით დამტკიცებული აკრედიტაციის სისტემის ტექნიკური რეგლამენტი ზოგადი მოთხოვნები შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების (სერტიფიკაციის ორგანოების) აკრედიტაციისათვის – 1.3 : 2006-ში (სსმ III, №79, 13.06.2006, მუხ.1030) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

IX თავის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სერტიფიკაციის ორგანოს პერსონალს, რომლებიც მონაწილეობენ ნიმუშის აღებაში და სერტიფიცირების დროს საინსპექციო კონტროლის სამუშაოებში, უნდა გააჩნდეთ კვალიფიკაციის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი და/ან დაადასტურონ თავიანთი ცოდნა აკრედიტაციის პროცესში.“.

მუხლი 4. სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2006 წლის 7 ივნისის №01 ბრძანებით დამტკიცებული აკრედიტაციის სისტემის ტექნიკური რეგლამენტი აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოების და ლაბორატორიების საქმიანობის საინსპექციო კონტროლის და ზედამხედველობის ჩატარების წესი – საკ 1.4: 2006-ში (სსმ III, 13.06.2006., №79, მუხ. 1030) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. აკრედიტაციის სისტემის ტექნიკური რეგლამენტი აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოების და ლაბორატორიების საქმიანობის საინსპექციო კონტროლის და ზედამხედველობის ჩატარების წესი – საკ 1.4 : 2006-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,აკრედიტაციის სისტემის ტექნიკური რეგლამენტი აკრედიტებული პირების საქმიანობის საინსპექციო კონტროლის და ზედამხედველობის ჩატარების წესი – საკ 1.4 : 2006.

2. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. წინამდებარე სახელმძღვანელო დოკუმენტი ადგენს აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული პირების საქმიანობაზე საინსპექციო კონტროლის და ზედამხედველობის ჩატარების პროცედურებს.“.

3. მე-2 მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) აკრედიტაციის კრიტერიუმები – სისტემის იმ მოთხოვნათა ერთობლიობა, რომელიც გამოყენებულია აკრედიტაციის ცენტრის მიერ და რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს აკრედიტაციის მაძიებელი, რათა გახდეს აკრედიტებული პირი;“.

4. მე-2 მუხლის დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) საინსპექციო კონტროლი – აკრედიტებული პირის მიერ აკრედიტაციის მოთხოვნების განუწყვეტლად შესრულების მონიტორინგის მიზნით განხორციელებული საქმიანობის სახეობათა ნაკრები, გარდა განმეორებითი შეფასებისა.“.

5. მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. აკრედიტებული პირების საინსპექციო კონტროლი და ზედამხედველობა ტარდება აკრედიტაციის კრიტერიუმების მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით.

 2. აკრედიტებული პირის გეგმური საინსპექციო კონტროლის ჩატარების მინიმალური ვადაა აკრედიტაციის მოწმობის გაცემიდან ერთი წლის გასვლამდე ორი თვით ადრე, ხოლო მაქსიმალური ვადაა აკრედიტაციის მოწმობის გაცემიდან ერთი წლის გასვლის შემდგომ ორი თვით გვიან, აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის განკარგულების საფუძველზე.

3. აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების პერიოდში აკრედიტებულ პირებს უტარდებათ გეგმური ან არაგეგმური საინსპექციო კონტროლი.“.

6. მე-3 მუხლის მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. აკრედიტებული პირების საქმიანობაზე საინსპექციო კონტროლისა და ზედამხედველობის ჩატარებისას აკრედიტაციის ცენტრი და განმცხადებელი ხელმძღვანელობენ მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით – ,,შეთანხმება აკრედიტაციაზე.“.

7. სხვადასხვა აკრედიტებული პირების საინსპექციო კონტროლის და ზედამხედველობის კითხვარის სარეკომენდაციო ფორმებს ადგენს აკრედიტაციის საბჭო და ამტკიცებს აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი თავისი განკარგულებით. აკრედიტებული პირების ზედამხედველობის დროს გამოსაყენებელ მეთოდებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს აკრედიტაციის ცენტრი.

8. აკრედიტებული პირების არაგეგმური საინსპექციო კონტროლის დროს შემოწმებას ექვემდებარება ის საკითხები, რომლებიც გახდა საინსპექციო კონტროლის ჩატარების მიზეზი.

9. საინსპექციო კონტროლის და ზედამხედველობის შედეგები ფორმდება შესაბამისი აქტებით, რომელშიც შეფასება ეძლევა აკრედიტებული პირების ფაქტობრივ მდგომარეობას და კეთდება დასკვნა აკრედიტაციის მოწმობის შენარჩუნების, ვადის გაგრძელების, მოქმედების ვადის შეწყვეტის, შეჩერების, აკრედიტაციის სფეროში ცვლილებების შეტანის შესახებ (დანართი 2).“.

 7. დანართი 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი 1.

საინსპექციო კონტროლის (ზედამხედველობის) ჩატარების აქტი

ქ. თბილისი                                                                                              ,,———“—————— 200—წ

 

აკრედიტებული პირის დასახელება ————————————————————————————

—————————————————————————————————————————————

—————————————————————————————————————————————-

—————————————————————————————————————————————

 

აკრედიტებული პირის მისამართი —————————————————————————————

—————————————————————————————————————————————

—————————————————————————————————————————————

—————————————————————————————————————————————

 

აკრედიტაციის მოწმობის ნომერი, გაცემის თარიღი, მოქმედების ვადა —————————————

—————————————-————————————————————————————————

—————————————————————————————————————————————

—————————————————————————————————————————————

 

აკრედიტებული პირის ხელმძღვანელის სახელი, გვარი ————————————————————

—————————————————————————————————————————————

—————————————————————————————————————————————

—————————————————————————————————————————————

 

საინსპექციო კონტროლის /ზედამხედველობის ჩატარების საფუძველი ————————————

—————————————————————————————————————-———————

—————————————————————————————————————————————

—————————————————————————————————————————————

———————————————————————————————————-——————————

კომისიამ შემადგენლობით:

თავმჯდომარე:

 

 წევრები:

 

 ჩაატარა აკრედიტებული პირის საინსპექციო კონტროლის/ზედამხედველობის სამუშაოები აკრედიტაციის კრიტერიუმების შესრულების მიზნით.

 

8. ამოღებულ იქნეს მე-2 და მე-3 დანართი.

მუხლი 5. სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2006 წლის 7 ივნისის №01 ბრძანებით დამტკიცებული აკრედიტაციის სისტემის ტექნიკური რეგლამენტი აკრედიტებული იურიდიული და ფიზიკური პირების, აკრედიტაციის სისტემის მონაწილეთა და აკრედიტაციის მოთხოვნათა შემცველი დოკუმენტების რეესტრის წარმოების წესი – საკ 1.5 : 2006-ში (სსმ III, 13.06.2006., №79, მუხ. 1030) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) აკრედიტაციის სისტემის რეესტრი – სააღრიცხვო დოკუმენტი აკრედიტებული პირების, აკრედი-ტაციის მოთხოვნათა შემცველი დოკუმენტების (შემდგომში – აკრედიტაციის სისტემის მონაწილე პირები და დოკუმენტები).“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტის გ.გ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ.გ) 3.3. მეტროლოგიური დამოწმების (დაკალიბრების) ლაბორატორიები.“.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) განყოფილება 4.0 – ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრები.“.

4. მე-2 დანართის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის განკარგულება/ბრძანება.“.

5. მე-2 დანართის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) აკრედიტაციის საბჭოს დადგენილება.“.

6. მე-2 დანართის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) აკრედიტაციის საბჭოს დადგენილება.“.

7. მე-2 დანართის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრები:

ა) განაცხადი;

ბ) აკრედიტაციის საბჭოს დადგენილება;

გ) აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის განკარგულება;

დ) აკრედიტაციის მოწმობა;

ე) აკრედიტაციის სფერო;

ვ) შეთანხმება აკრედიტაციაზე;

ზ) რეზერვი.“.

8. მე-2 დანართის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 6. სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2006 წლის 7 ივნისის №01 ბრძანებით დამტკიცებული აკრედიტაციის სისტემის ტექნიკური რეგლამენტი აკრედიტაციის ცენტრის აკრედიტაციის საბჭოს რეგლამენტი – საკ 1.6 : 2006-ში (სსმ III, 13.06.2006., №79, მუხ. 1030) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) აკრედიტაციის მაძიებელი პირების აკრედიტაციის შედეგების განხილვა და მის საფუძველზე აკრედიტაციის მოწმობის გაცემაზე ან აკრედიტაციაზე უარის თქმაზე გადაწყვეტილების მიღება;“.

2. მე-3 მუხლის ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-4 მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) შეიმუშაოს წინადადებები აკრედიტებული პირების ზედამხედველობისა და საინსპექციო კონტროლის ეფექტურობის ასამაღლებლად;“.

მუხლი 7. ბრძანება შევიდეს ძალაში გამოქვეყნებისთანავე.

პ. გოგოლიძე