დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №538 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 141, 18/11/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360.160.000.22.023.013.788 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.013.788
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის ბრძანება №41
2009 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
„გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №538 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №538 ბრძანებით (სსმ III, 2006წ. №94, მუხ.1257) დამტკიცებულ „გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მეთოდიკის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ყველა სახეობის სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვებით მიყენებული ზიანის გაანგარიშებისას მოპოვებული კონკრეტული სასარგებლო წიაღისეულის ერთეულის ღირებულება განისაზღვრება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე წიაღის უბნისათვის მიყენებული ზიანის შედეგად წიაღით სარგებლობისათვის მოსაკრებლის მაკორექტირებელი კოეფიციენტის (C=5) გათვალისწინებით.“;
ბ) მეთოდიკის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. წიაღით უკანონოდ სარგებლობისას გარემოსათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება 1500 (ათას ხუთასი) ლარითა და მის ზევით.“;
გ) მეთოდიკის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარემოზე მიყენებული ზიანი (Pმ.წ.) იანგარიშება შემდეგი ფორმულით:
Pმ.წ. = Q მ.წ. k1 Cმყ.
ა) სადაც
ა.ა) Q მ.წ. არის ლიცენზიის პირობების დარღვევით განსაზღვრულზე მეტი კონკრეტული მყარი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მოცულობა შესაბამისი ზომის ერთეულებში;
ა.ბ) k1 – არის კონკრეტული მყარი სასარგებლო წიაღისეული სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლების ოდენობა ლარებში;
ა.გ) Cმყ. – არის წიაღის უბნისათვის მიყენებული ზიანის შედეგად კონკრეტული მყარი სასარგებლო წიაღისეულის სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის მაკორექტირებელი კოეფიციენტი (Cმყ. = 5.)“;
დ) მეთოდიკის მე-9 მუხლის მე-10 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.დ) Cმყ. – არის წიაღის უბნისათვის მიყენებული ზიანის შედეგად კონკრეტული მყარი სასარგებლო წიაღისეულის სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის მაკორექტირებელი კოეფიციენტი (Cმყ. = 5.)“;
ე) მეთოდიკის მე-9 მუხლის მე-14 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.გ) Cწყ. და C CO2 – არის მიწისქვეშა წყლის და ნახშირორჟანგის საბადოებისათვის მიყენებული ზიანის შედეგად კონკრეტული მიწისქვეშა წყლის და ნახშირორჟანგის სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის მაკორექტირებელი კოეფიციენტი (Cწყ. და C CO2 = 5.)“;
ვ) მეთოდიკის მე-9 მუხლის მე-18 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.დ) Cწყ. – არის კონკრეტული მიწისქვეშა წყლის სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის მაკორექტირებელი კოეფიციენტი (Cწყ. = 5.)“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 21 ნოემბრიდან.
გ. ხაჩიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები