დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/03/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 31, 07/03/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.10.003.000.684 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №43
2007 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ბოლო დროს ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების გამო, ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ 2004 წლის 13 თებერვლის საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,გ“ პუნქტის თანახმად ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილების (სსმ III, 2004 წელი, №58, მუხლი 501) პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
გიორგი არველაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებუ-ლების – საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე
კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში
ნიკა გილაური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ლაშა გოცირიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ირაკლი კოვზანაძე – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ ლეკიშვილი – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე
დავით ლომიძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის მდივანი
ვაჟა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ლევან რაზმაძე – სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ თავმჯდომარე
გია ქავთარაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრი
პეტრე ცისკარიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
გიორგი წერეთელი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსი.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები