დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 120 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/07/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 89, 01/08/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.254 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №120
2005 წლის 29 ივლისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად:
მუხლი 1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №95, მუხლი 816) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-4 მუხლის:
ა) ,,ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) იმ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომელთა ღირებულება აღემატება ერთ მილიონ ლარს ან/და რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის მიერ;”;
ბ) ,,ზ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ1” ქვეპუნქტი:
,,ზ1) იმ საწარმოთა მიერ, რომლებშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს, დასადებ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის მიერ;”;
გ) ,,ი” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სახელმწიფოს წარმომადგენლის ფუნქციის შესრულება, ამ სფეროში სახელმწიფო დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაცია;”;
დ) ,,ქ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ქ) არბიტრაჟებში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფის კოორდინაცია;”;
ე) ,,ქ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ქ1” ქვეპუნქტი:
,,ქ1) სახელმწიფო ვალის მართვასთან დაკავშირებით სამართლებრივი ხასიათის წინადადებების მომზადება;”.
2. მე-5 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალების, საქმეების, დოკუმენტაციის გამოთხოვა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადება, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებათა აღსრულების მიზნით წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;”.
3. მე-12 მუხლის:
ა) ,,ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი;”;
ბ) ,,თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სახელმწიფო ვალის დეპარტამენტი;”.
4. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის ორგანიზება;
ბ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალების, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დაუყოვნებლივ მიღების ორგანიზება და დამუშავება; ევროპის სასამართლოში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დო-კუმენტების მომზადება;
გ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნათა შესაბამისად აღსრულებისათვის წინადადებათა შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
დ) ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა 1950 წლის კონვენციასა და მის ოქმებთან, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით წინადადებათა შემუშავება; საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა ევროპის კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ე) ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა 1950 წლის კონვენციისა და მისი ოქმების, ევროპის სასამართლოს პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაცია;
ვ) ევროპის სასამართლოს მიერ საგამოძიებო მოქმედებათა განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა.”.
5. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22
ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სახელმწიფო ვალის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) იმ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომელთა ღირებულება აღემატება ერთ მილიონ ლარს ან/და რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის მიერ;
ბ) იმ საწარმოთა მიერ, რომლებშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს, დასადებ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის მიერ;
გ) არბიტრაჟებში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფის კოორდინაცია;
დ) გრანტებთან, სახელმწიფო ვალის აღებასა და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა პროექტების, მიუხედავად მათი ღირებულებისა, სამართლებრივი ექსპერტიზა (იურიდიული დასაბუთება);
ე) ამ მუხლის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესრულების დადასტურება და სათანადო სამართლებრივი დასკვნის გაცემა;
ვ) სახელმწიფო ვალის მართვასთან დაკავშირებით სამართლებრივი ხასიათის წინადადებათა მომზადება;
ზ) კერძო სამართლის სფეროს რეფორმის მიზნით წინადადებათა შემუშავება და კერძო სამართლის რეფორმის პროცესში სამინისტროს მონაწილეობის უზრუნველყოფა.”.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები