დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №3/256 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/93 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/04/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 62, 07/05/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.028.010.297 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.010.297
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის
მინისტრის ბრძანება №3/93
2007 წლის 27 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №3/256 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად:
1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №3/256 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ დებულებაში (სსმ III, 08.08.2006, №105, მუხლი 435) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. კინოცენტრის სტრუქტურას ამტკიცებს კინოცენტრის დირექტორი;“.
ბ) დებულების პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. ეროვნული კინოცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, 0112 ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №164.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები