დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ" საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 31/03/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 43, 31/03/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/12/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.010.39.036.008.391 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.39.036.008.391
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №3
2006 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოს პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 იანვრის №2 ბრძანების (სსმ III, 2006 წ., №7, მუხ. 57) დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და საქართველოს საოლქო პროკურატურების მუშაკთა თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
საოლქო პროკურატურები
| № | საშტატო ერთეული | თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთი |
| 1 | საოლქო პროკურორი | 2000.0 |
| 2 | საოლქო პროკურორის მოადგილე | 1600.0 |
| 3 | საგამოძიებო ნაწილის (განყოფილების) უფროსი | 1550.0 |
| 4 | განყოფილების უფროსი | 1430.0 |
| 5 | განყოფილების უფროსის მოადგილე | 1210.0 |
| 6 | უფროსი პროკურორი | 1150.0 |
| 7 | პროკურორი | 1060.0 |
| 8 | უფროსი გამომძიებელი | 1250.0 |
| 9 | კანცელარიის უფროსი | 410.0 |
| 10 | სპეციალისტი | 310.0 |
| 11 | III კატეგორია – მძღოლი | 260.0 |
| 12 | III კატეგორია – დამლაგებელი | 150.0 |
| 13 | I კატეგორია – დარაჯი | 150.0 |
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 აპრილიდან.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები